ტოპ-5 ნავთობმზიდი კომპანია მსოფლიოში

ტოპ-5 ნავთობმზიდი კომპანია მსოფლიოში

სახელწოდებიდან გამომდინარე, მარტივი მისახვედრია, რომ ნავთობმზიდი კომპანიები ნავთობს ერთი პუნქტიდან მეორეში ეზიდებიან. ნავთობმზიდის ორი სახეობა არსებობს: ერთი, რომელსაც საბადოებიდან პროდუქტი ნავთობგადამამუშავებელ დაწესებულებაში გადააქვს და მეორე, რომელსაც პროდუქტი ნავთობგადამამუშავებელი დაწესებულებიდან  საბოლოოდ იმ დაწესებულებაში გადააქვს, სადაც მომხმარებელი შეისყიდის.

ქვემოთ წარმოდგენილია შემოსავლის მიხედვით ტოპ 5 ნავთობმზიდი კომპანიის რეიტინგი. თუმცა, სიაში მხოლოდ ისეთი კომპანიებია შეყვანილი, რომლებიც საჯაროდ ბირჟებზე კანადასა და აშშ-ში ივაჭრება. მოგახსენებთ, რომ ზოგიერთი კომპანია თავის შემოსავალს ყოველ 6 თვეში ერთხელ აქვეყნებს და არა ყოველ სამ თვეში, აქედან გამომდინარე, ზოგი კომპანიის მონაცემები უფრო ძველი იქნება. სიის შესადგენად გამოყენებული მონაცემები 8 სექტემბრისაა. 

Teekay Corp.

შემოსავალი: $2 მილიარდი

სუფთა მოგება: -$214.9 მილიონი

საბაზრო კაპიტალიზაცია: $1.6 მილიარდი

Teekay კანადური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ნავთობისა და გაზის საზღვაო ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს. გარდა ამისა, Teekay ნავთობს შუა ზღვიდან მოიპოვებს, ინახავს და კონტრაქტებიდან გამომდინარე გადააქვს. 

Euronav NV 

შემოსავალი: $1.4 მილიარდი

სუფთა მოგება: $616.5 მილიონი

საბაზრო კაპიტალიზაცია: $1.8 მილიარდი

Euronav-ი ბელგიური ნავთობმზიდი და შემნახველი კომპანიაა. თავისი ფართო არჩევანიდან გამომდინარე, Euronav-ი უზრუნველყოფს საკუთარი პერსონალით და გემით. საკუთარ ნავთობს კი, Teekay-ს მსგავსად ზღვიდან ეზიდება.

Scorpio Tankers Inc.

შემოსავალი: $958.1 მილიონი

სუფთა მოგება: $157.3 მილიონი

საბაზრო კაპიტალიზაცია: $768.6 მილიონი

აღნიშნული კომპანია მონაკოშია ბაზირებული. ის მსოფლიოს მასშტაბით ურუნველყოფს ნავთობპროდუქტების საზღვარო ტრანსპორტირებას. კომპანიის ოპერირების ქვეშ 100 ტანკერია.

Frontline Ltd

შემოსავალი: $957.3 მილიონი

სუფთა მოგება: $140.0 მილიონი

საბაზრო კაპიტალიზაცია: $1.5 მილიარდი

Frontline ბერმუდაში დაფუძნებული საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც ფლობს და ამუშავებს ნავთობტანკერებს. აღნიშნული კომპანია გასული ათწლეულის განმავლობაში რესტრუქტურიზაციების, შესყიდვებისა და გარიგეგების შედეგად ჩამოყალიბდა. 

DHT Holdings Inc.

შემოსავალი: $754.4 მილიონი

სუფთა მოგება: $274.5 მილიონი

საბაზრი კაპიტალიზაცია: $898.4 მილიონი

DHT-ც ბერმუდაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ნავთობკომპანიებს ტრანსპორტირების სერვისით უზრუნველყოფს. კომპანია ნავთობტანკერების ფლოტით ოპერირებს, რომელიც თანამშრომლობს მონაკოში, სინგაპურსა და ნორვეგიაში მდებარე კომპანიებთან. 

Investopedia