ტრამპის ადმინისტრაციამ სავაჭრო ბარიერების ვრცელი სია გამოაქვეყნა

ტრამპის ადმინისტრაციამ სავაჭრო ბარიერების ვრცელი სია გამოაქვეყნა

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისმა იმ უცხოური ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკებისა და რეგულაციების ვრცელი, ენციკლოპედიური სია გამოაქვეყნა, რომელთაც აშშ სავაჭრო ბარიერებად მიიჩნევს. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საპასუხო ტარიფების დაწესებამდე ორი დღით ადრე მიიღეს.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ეროვნული ვაჭრობის შეფასების ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, დაემატა ახალი სექცია უცხოური სავაჭრო ბარიერების შესახებ, სადაც ჩამოთვლილია პარტნიორი ქვეყნებისთვის დაწესებული სატარიფო განაკვეთები და არასატარიფო ბარიერები. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ბარიერებს, დაწყებული სურსათის უვნებლობის მკაცრი რეგულაციებით, დამთავრებული განახლებადი ენერგიის რეგულაციებით და სახელმწიფო შესყიდვების წესებით.

დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი საპასუხო ტარიფები ოფიციალურად ხვალ ამოქმედდება, რისი მიზანიც უცხოელი სავაჭრო პარტნიორების მიერ დაწესებულ ტარიფებთან გათანაბრება და არასატარიფო სავაჭრო ბარიერების დაბალანსებაა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ გამოიყენებს ტრამპი ზემოთ აღნიშნულ 397-გვერდიან ანგარიშს სავაჭრო ბარიერების შესახებ საპასუხო ტარიფების დაწესებისას და რა გავლენა ექნება მას.