აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიკ მალვანი საინვესტიციო ფონდის დაარსებას აპირებს, რომელიც მიზნად ისახავს ფისკალური სერვისების აქციების შეძენას. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ამერიკელ ინვესტორ ენდრიუ უესელთან ერთად, მალვანი ახალ კომპანია Exegis Capital-ს ქმნის.
მიკ მალვანი ყოფილი კონგრესმენია, რომელიც მარტში ჩრდილოეთ ირლანდიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ის თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი იყო ერთ წელზე მეტხანს. მალვანი ასევე იკავებდა მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროში დირექტორის თანამდებობას.
აღსანიშნავია, რომ 53 წლის მალვანი ერთადერთი რესპუბლიკელი არ არის, რომელიც ფინანსებით დაინტერესდა. კონგრესმენი პოლ რაიანიც აცხადებს, რომ მას SPAC-ის (Special Purpose Acquisition Company) წარმომადგენლობით $300 მილიონის შეგროვება სურს.