წინააღმდეგობა ბიზნესის თავისუფლებისთვის

წინააღმდეგობა ბიზნესის თავისუფლებისთვის

21 დეკემბერს, საქართველოს ყველაზე გავლენიანმა ბიზნესგამოცემამ, Forbes Georgia-მ და აქსელმა – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა, უმასპინძლეს ერთობლივ ღონისძიებას, რომელმაც Forbes Under 30-ისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებს მოუყარა თავი.

ქვეყნის წინაშე მდგარმა რთულმა გამოწვევებმა თავდაპირველად წლის შემაჯამებელი ღონისძიებების გაუქმებისკენ გვიბიძგა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ Under 30-ისა და აქსელის პლატფორმები ქვეყნის უკეთესი, ევროპული მომავლის მშენებლობისთვის გამოყენებულიყო. 

წლევანდელი ღონისძიება მიზნად ისახავდა, ხელი შეეწყო ახალგაზრდა ლიდერების, ანტრეპრენიორების, ინვესტორებისა და ინოვატორებისთვის, თავიანთი ძალისხმევა პოზიტიური ცვლილებებისთვის გაეერთიანებინათ. 

Forbes Under 30-ის ღონისძიება აქსელის სივრცეში 14:00 საათზე დაიწყო, უმასპინძლა 150-ზე მეტ სტუმარს და მოიცავდა საინტერესო გამოსვლებს, დისკუსიებსა და ნეთვორქინგის შესაძლებლობას. 

ღონისძიება Forbes-ის მთავარი რედაქტორის, შოთა დიღმელაშვილისა და ირო ცაგარეიშვილის, აქსელის მმართველი დირექტორის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მათ ხაზი გაუსვეს ახალგაზრდა ლიდერების, ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. 

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსიები. პირველი დისკუსიის თემა იყო “წინააღმდეგობა ბიზნესის თავისუფლებისთვის”, მასში მონაწილეობა მიიღეს დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ნინო ეგაძემ, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორმა, ნანა დიხამინჯიამ, ვენის სადაზღვევო ჯგუფის კომუნიკაციების დირექტორმა, თინა სტამბოლიშვილმა და კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ელენე ჯღარკავამ. 

აღსანიშნავია, რომ აქსელმა, Forbes Georgia-სთან ერთად, წარადგინა ტოპ-10 ტექნოლოგიური სტარტაპის სია და 4 გამარჯვებული სტარტაპი შემდეგ კატეგორიებში დააჯილდოვა: Best Newcomer 2024, Global Expansion, Spirit of Resilience.

რაც შეეხება მეორე პანელურ დისკუსიას, მისი თემა “Agile პროტესტი” იყო, ხოლო მონაწილეებს შორის იყვნენ: აქსელის მმართველი დირექტორი, ირო ცაგარეიშვილი, Phubber-ისა და Free Business-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი, Amazon EU-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი და Happy EY Year პროექტის ავტორი, ნათია ზავრაშვილი, KLIPY-ის თანადამფუძნებელი და CEO, გივი ბერიძე და Upway-ის თანადამფუძნებელი და მარკეტინგის სპეციალისტი, მარიკა აბულაძე.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, შოთა დიღმელაშვილმა პროექტ Under 30-ის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში დააჯილდოვა: ანტრეპრენიორები და მეწარმეები, ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია, ფინანსები, განათლება და მეცნიერება, ხელოვნება და სტილი, სპორტი და Forbes Georgia-ს რჩეული.

აქსელმა კი, წარადგინა 10 TOP სტარტაპის სია საქართველოდან: 

ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა და საპროტესტო აქციას შეუერთდა.