სოციალური მედიაპლატფორმის, Twitter-ის ნდობისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის, ელა ირვინის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ის დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. შეგახსენებთ, კომპანიის ილონ მასკის მიერ შესყიდვის შემდეგ Twitter-ის მიმართ კრიტიკამ მოიმატა. მომხმარებლები პლატფორმას საფრთხის შემცველი კონტენტის მიმართ მოწყვლადობის გამო აკრიტიკებენ.
ელა ირვინი Twitter-ს 2022 წლის ივნისში შეუერთდა, ნდობისა და უსაფრთხოების მიმართულებას კი 2022 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა. ელა ირვინი და ილონ მასკი საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ.
რამდენიმე კვირის წინ, ილონ მასკმა Twitter-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელად NBCUniversal-ის ყოფილი სარეკლამო ხელმძღვანელი, ლინდა იაკარინო მიიწვია. მასკმა კომპანიის შესყიდვის შემდეგ ათასობით თანამშრომელიც გაათავისუფლა. მათ შორის ისეთი კრიტიკული პოზიციებიდან, რომლებიც პლატფორმაზე საფრთხის შემცველი და არალეგალური კონტენტის განთავსების პრევენციაზე მუშაობდნენ, იცავდნენ საარჩევნო ინტეგრირების ხარისხს და საიტზე ზუსტი ინფორმაციის განთავსებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.