Twitter-ის შემოსავლებმა 2019 წლის მეოთხე კვარტალში 1.01 მლრდ დოლარს მიაღწია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ სოციალური ქსელის კვარტალურმა შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა.
თუმცა, Twitter-ის წმინდა მოგება 2019 წლის მეოთხე კვარტალში 119 მლნ დოლარი იყო, მაშინ როდესაც 2018 წლის მეოთხე კვარტალში ამ რიცხვმა 255 მლნ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ბოლო კვარტალში Twitter-ის საშუალო ყოველდღიური აქტიური მონეტიზებული მომხმარებლების რაოდენობა 152 მილიონამდე გაიზარდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 126 მლნ-ს შეადგენდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი რაოდენობა მზარდია.
Twitter-ი 2006 წელს დაარსდა, იგი განსხვავებული სოციალური ქსელი და ერთგვარი მიკრობლოგია, რომელსაც თავისი ნიშა აქვს დაკავებული. Twitter-ი მარტივია გამოსაყენებლად, უფრო საქმიანია და ნაკლებად იწვევს დამოკიდებულებას. Twitter-ის აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 321 მილიონია.