პანდემიის პირობებში, მსოფლიოში თითქმის ყველა მაღაზია დაიხურა, რამაც სავაჭრო ბაზარზე არაერთ ბიზნესს უდიდესი ზარალი მიაყენა, მათ შორისაა ტანსაცმლის ისეთი ბრენდებიც, როგორებიცაა J.C. Penney, Sears to Debenham-ი და Neiman Marcus-ი. თუმცა, რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, მყიდველი ბრუნდება, რაც აზიის ქვეყნებში უფრო შესამჩნევია. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
იაპონიის უმდიდრესი ადამიანი, ტადაში იანაი, რითეილ-კომპანია Fast Retailing-ის მეპატრონეა, აღნიშნული კომპანიის მფლობელობაშია ცნობილი ბრენდი Uniqlo. Uniqlo-ში მყიდველების დაბრუნებით, Fast Retailing-ის აქციები მარტთან შედარებით 53%-ით გაიზარდა. ხოლო თავად ტადაში იანაის ქონებამ მარტის შემდეგ $9.2 მილიარდით მოიმატა; ამჟამად, მისი სიმდიდრე $29 მილიარდს უდრის. მიუხედავად იმისა, რომ Fast Retailing-ის საკუთრებაში ბევრი სხვა მაღაზიაცაა, $21.3 მილიარდიანი შემოსავლის 80% Uniqlo-დან მოდის.
Uniqlo-ს გაყიდვების ზრდაში დიდი როლი ითამაშა მაღაზიის მიერ შეთავაზებულმა ივნისის სიახლემ – AIRism-ის პირბადეების ხაზმა. ამასთან, მაღაზიებში ხალხი ბრენდის სამოსის სიიაფემ მიიზიდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერც ეს შემოსავლიანი კომპანია გაექცევა პანდემიის მიერ მიყენებულ ზიანს. 31 აგვისტოსთვის, Fast Retailing-ი ვარაუდობს, რომ კომპანიის შემოსავალი 9%-ით შემცირდება.