მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის 2016-2017 წლების ანგარიში რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. საქართველომ პოზიცია 7 ადგილით გაიუმჯობესა და 66-დან 59-ე ადგილზე გადაინაცვლა. კონკურენტუნარიანობის ინდექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ქვეყნის შიდა უსაფრთხოება, რომელიც რეიტინგში ცალკე შეიძლება ვნახოთ. 2015-2016 წლების ანგარიშით საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მე-16 ადგილი ეკავა, ახალი ანგარიშით კი 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ქვეყნის უსაფრთხოება შემდეგი კომპონენტების საფუძველზეა შეფასებული: ტერორიზმის საფრთხის გავლენა ბიზნესზე, კრიმინალის და ძალადობის გავლენა ბიზნესზე, ორგანიზებული დანაშულის დონე და პოლიციისადმი ნდობა ქვეყანაში. ბოლო ანგარიშის მიხედვით ოთხივე კომპონენტის ქულა გაურესდა. აღნიშნულ რეიტინგში უსაფრთხოების კომპონენტების შეფასება უშუალოდ ბიზნეს სექტორის გამოკითხვის შედეგად ხდება.
ცხრილი – საქართველო უსაფრთხოების რეიტინგში: