Valentino-ს მეიჯარე მანჰეტენზე მაღაზიის დახურვის გამო უჩივის

Valentino-ს მეიჯარე მანჰეტენზე მაღაზიის დახურვის გამო უჩივის

Valentino-ს მანჰეტენელი მეიჯარე უჩივის. როგორც მეიჯარე კომპანია ამბობს, იტალიურმა ბრენდმა იჯარის პირობები დაარღვია და მანჰეტენზე მაღაზია დახურა. ფართის გამქირავებელი კომპანიის თქმით, Valentino-მ იჯარის საფასური 2029 წლის ივლისამდე უნდა გადაიხადოს. სწორედ ამ დრომდე ჰქონდა კომპანიას აღებული ფართი მაღაზიისთვის. ეს თანხა კი $207.1 მილიონს შეადგენს.

Valentino-ს წარმომადგენლები და მისი ადვოკატები საკითხთან დაკავშირებით მედიასთან ჯერჯერობით არ საუბრობენ. მათ წინააღმდეგ სარჩელი მანჰეტენის სასამართლოშია შეტანილი.

Valentino-მ მანჰეტენზე მაღაზიის დახურვა პანდემიის გამო გადაწყვიტა, ვინაიდან შექმნილ ვითარებაში მისი ოპერირება შეუძლებელი გახდა.  მას ფართი მაღაზიისთვის 16-წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული.

მიუხედავად პანდემიისა, მოსამართლემ განაცხადა, რომ მეიჯარეს აქვს უფლება, გადაუხდელი ქირის ანაზღაურება მოითხოვოს.

ცნობისთვის, მანჰეტენზე განთავსებული რიტეილ-კომპანიები პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა. შემცირდა ტურისტების რაოდენობა, ასევე ოფისში დასაქმებულთა რაოდენობა – სწორედ ეს ადამიანები იყვნენ Valentino-ს სამოსისა და აქსესუარების ძირითადი მომხმარებლები.