Victoria’s Secret-ი გეგმავს სამუდამოდ დახუროს 250 მაღაზია აშშ-სა და კანადაში მიმდინარე წელს. ამის შესახებ მისმა დედა კომპანია L Brands-მა განაცხადა.
აღნიშნული კომპანია ასევე გეგმავს, რომ დახუროს Bath & Body Works-ის 50 მაღაზიაც აშშ-ში და კიდევ ერთი კანადაში.
L Brands-ი ამერიკული კოსმეტიკისა და ქალის თეთრეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სწორედ Victoria’s Secret-სა და Bath & Body Works-ს ფლობს. L Brands-ის გაყიდვები წლის პირველ კვარტალში 37%-ით დაეცა და ეს არც ყოფილა გასაკვირი, ვინაიდან 17 მარტიდან აშშ-ში ამ კომპანიის მაღაზიები პანდემიის გამო დახურულია.
აღსანიშნავია, რომ Victoria’s Secret-ს აშშ-ში 1 091 მაღაზია აქვს. კანადის მასშტაბით კი 909. კორონავირუსის გამო დროებით დახურული მაღაზიების გახსნა ნელ-ნელა დაიწყება.
“ველოდებით, რომ ივლისის ბოლოსთვის ჩვენი მაღაზიების უმრავლესობა უკვე ღია იქნება“, – განაცხადეს კომპანიაში.