ვიდეოსერვისის ტრანსფორმაცია

ვიდეოსერვისის ტრანსფორმაცია

კომპანია SES მთელი რიგი შესაძლებლობების კომპლექტს უზრუნველყოფს, რათა ვიდეოსისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნა ყველგან, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი სახის ეკრანისათვის დააკმაყოფილოს.

კომპანია SES ვიდეოდისტრიბუციის ცენტრში იმყოფება, ქმნის საიმედო ბიზნეს სისტემას, SES ვიდეოს, რომელიც ყველა ვიდეო პლატფორმისათვის სრულ ვიდეო მომსახურებას უზრუნველყოფს. აღნიშნული მომსახურება და მათი სარგებელი მომხმარებლისთვის აღწერილია SES-ის სამეცნიერო ნაშრომში სახელწოდებით „ვიდეო სერვისის ტრანსფორმაცია“. 

 „SES Video“ სამ ძირითად სფეროს აერთიანებს: მაუწყებლობა, ვიდეო უზრუნველყოფა და მედია პლატფორმები. “SES-ის მიერ ინვესტიცია განხორციელდა მთელი რიგი მიმართულებებით, რათა  მაღალი ხარისხის ვიდეო მომსახურება უზრუნველყოფილ იყოს ნებისმიერ ადგილზე, დროსა და მორგებული იყოს ნებისმიერი სახის ეკრანზე. ნაშრომის შესავალში აღნიშნულია: რომ SES-ი მოიცავს DTH-ს, საკაბელოს, IP ტელევიზიას, ვიდეოს მოთხვნით (VOD), ინტერნეტ ვიდეო გადაცემას (OTT). აღნიშნული მძლავრი პაკეტი  SES-ის სხვა ძირითად ელემენტებთან ერთადაა გაერთიანებული, მათ შორის: მაღალი ხარისხი, საიმედოობა, ინოვაცია და მომხმარებელზე ზრუნვა. 

SES-ის დიფერენცირებული სერვისები მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გააფართოვოს ვიდეო სერვისებით სარგებლობის არეალი,  მათ შორის ადგილობრივი მედია პლატფორმების, ჰიბრიდული განაწილების, კონტენტის მონეტიზაციის, კონტენტის მართვის, პირდაპირი მოვლენების გაშუქების, HD ვიდეო კონტენტისა და ულტრა HD ფორმატის გამოყენება/მოხმარება. 

“SES-მა UHD ფორმატის განვითარების პროცესის დაჩქარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ინვესტირება განახორციელა, სადაც ტექნოლოგიის განახლება მთლიანად სრული პროგრამული უზრუნველყოფის ეკოსისტემაზეა ფოკუსირებული. შედეგად, ამერიკაში ჩამოყალიბდა SES-ის Ultra HD პლატფორმა – გაზომვადი, სრულიად მართვადი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელმაც მიიზიდა საკაბელო და IP ტელევიზიის პროვაიდერები. ნაშრომში ასევე აღწერილია, რომ “ზოგიერთმა პროვაიდერმა სწორედ SES -ის ულტრა HD არხებით დაიწყო ულტრა HD სერვისების ისტორიული სამომხმარებლო აღიარება. კომპანია ამჟამად 30-ზე მეტ ულტრა HD არხის მაუწყებლობას აწარმოებს და ბოლო ორი წლის განმავლობაში ულტრა HD ფორმატი კომერციულ რეალობად აქცია.“ 

„აუდიტორია  მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიცდის ცვლილებას, SES-იც მათთან ერთად ვითარდება. კომპანია მომწოდებლებს ახლა უკვე სრულ ვიდეო მომსახურებას სთავაზობს და ამ მიმართულებით დიდი გამოცდილების მქონე პროვაიდერს წარმოადგენს“. ნაშრომის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ, რომ. “აღნიშნული უნიკალური კომბინაციით, SES-ს შესაძლებლობა აქვს კიდევ უფრო განავითაროს მისი სერვისები, რაც მომხმარებლებისთვის ვიდეო სისტემებთან წვდომას აადვილებს და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებზე გლობალურად რეაგირებს.” 

ნაშრომის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *