წინანდლალი - კულტურის და განათლების საერთაშორისო ცენტრი

წინანდლალი - კულტურის და განათლების საერთაშორისო  ცენტრი

“მჯერა, რომ წინანდალი გახდება საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურის და განათლების ცენტრი” – განაცხადა კომპანია სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა სასტუმრო რადისონში გამართულ პრესკოფერენციაზე.

მან ასევე ისაუბრა იმ ინვესტიეციებზე, რომელიც კომპანიამ ბოლო 10 წლის მანძილზე განახორციელა წინანდლის მამულის აღსადგენად.

წინანდალში მიმდინარეობს საინვესტიციო პროექტები, რომელთა ჯამურეი ღირებულება 50 მილიონ დოლარს აღემატება. ჩატარდა მუზეუმის და ბაღის რეაბილიტაცია, აღდა ისტორიული ვენახები, აშენდა თანამედროვე ღვინის ქარხანა და ღია საკონცერტო დარბაზი. მიმდინარეობს ძველი ღვინის ქარხნის რეკონსტრუქცია.

2018 წელს წინანდალში გაიხსენბა 140 ნომრიანი სასტუმრო რადისონი. ამ პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობს ამერიკული საფინანსო ინსტიტიტუტი OPIC- ი, საპარტნიორო ფონდი და სილქ როუდ ჯგუფი თავის პარტნიორებთან ერთად.

2019 წელს წინანდალში დაარსდება წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და მუსიკალური აკადემია. მოეწყობა საჭირო ინფრასტრუქტურა :

აშენდება კამპუსი აკადემიის სტუდენტებისთივს, სარეპეტიციო დარბაზები, ბიბლიოთეკა და დახურული საკონცერტო დარბაზი. ეს პროექტი კერძო სექტორის და საქართველოს მთავრობის ერთბობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

“წინანდალის მუსიკალური ფესტივალი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩართულობის მაგალითია, რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს დიდი წარმატება” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე.

“ეს ყველაფერი კეთდება ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ჩვენი კომპანია, ჩვენი პარტნიორები, ამისთვის უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ და მომავალშიც ვიმუშავებთ.” – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

14 სექტემბერს წინანდლის ღია საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავენ ხატია ბუნიათიშვილი და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი ლეგენდარული მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.