საინვესტიციო საბანკო ფირმა Drake Star Partners-ის მონაცემებით, 2022 წლის ორი მსხვილი შენაძენით, ვიდეოთამაშების სექტორმა, გარიგებებში, ფინანსებსა და IPO-ებში, ახალ რეკორდულ ნიშნულს, $150 მილიარდს მიაღწია. მიმდინარე წლის პირველ კვირებში ორი მნიშვნელოვანი გარიგება დაიდო, $70-მილიარდიანი ღირებულების Microsoft Corp-სა და Activision Bizzard-ს და $11-მილიარდიანი Take-Two Interactive-სა და Zynga-ს შორის.
ვიდეოთამაშების ბიზნესში მალე ისეთი მოთამაშეების დაბრუნებასაც პროგნოზირებენ, რომელთაც ბოლო პერიოდია, ვიდეოთამაშების მოყვარულთათვის რაიმე მნიშვნელოვანი პროდუქტი არ შეუთავაზებიათ. Drake Star Partners-ის ვარაუდით, მოკლევადიან პერიოდში ისეთ გიგანტებს უნდა ველოდოთ, როგორიც, მაგალითად, Tencent-ი, სამხრეთ კორეის Krafton-ი და იაპონური Sony არიან. ვედეოთამაშების ინდუსტრიაში არ გამორიცხავენ Amazon-ისა და Netflix-ის გამოჩენესაც.
აღსანიშნავია, რომ კერძო გარიგებების ღირებულება, მოცულობა და დაფინანსება რეკორდებს Tencent-ისა და Netease-ის ინვესტიციებით მოხსნის. IPO-ებში, Epic Games-ებსა და Discord-ში კი ისეთი მნიშვნელოვანი სახელები არ უნდა გამოგრჩეთ, როგორიც Codemasters-ი და Echtra Games-ია.
პანდემიის გავრცელება ვიდეოთამაშების სექტორისთვის ახალი ერას დაწყების საფუძველი გახდა. შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ კი, „სეზონური გეიმერების“ უმეტესობამ, კონსოლებიდან ტელეფონებზე გადაინაცვლა. ინდუსტრია შემოსავლის ახალი წყაროების ძიებაშიცაა, რაც უფრო ბუნდოვანს ხდის PC და მობილურ სათამაშო კომპანიებს შორის განსხვავებებს. პანდემიასთან ერთად კი ინდუსტრიის ზრდაზე დადებითად მეტავერსის განვითარებაც იმოქმედებს.