ვინ იქნება Everton FC-ის ახალი მფლობელი?

ვინ იქნება Everton FC-ის ახალი მფლობელი?

ინგლისური Premier League-ის გუნდ Everton FC-ს მალე ახალი მფლობელი ეყოლება. საფეხბურთო კლუბის შესყიდვის სურვილი The Friedkin Group-მა გამოთქვა. თუმცა სიახლის ოფიციალურად გაფორმებამდე TFG-მ მარეგულირებლების, Premier League-ისა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისაგან შესყიდვაზე ნებართვა უნდა მიიღოს.

ამჟამად საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“ უმსხვილესი აქციონერი ფარჰად მოშირის კომპანია Blue Heaven Holdings-ი გახლავთ. არდავან ფარჰად მოშირი ბრიტანელ-ირანელი მილიარდერია, რომელიც ბრიტანეთში ბიზნესსაქმიანობას ეწევა, წარსულში კი რუსული საინვესტიციო კომპანიის USM Holdings-ის თავმჯდომარე იყო.

Blue Heaven Holdings-ი Everton-ის 94.1%-იან წილს ფლობს. საკუთარი წილის TFG-ისთვის მიყიდვის შემდეგ კი უმრავლესობის მფლობელი სწორედ ეს უკანასკნელი გახდება.

The Friedkin Group-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი დენ ფრიდკინია, რომლის ქონებაც $7.6 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი კომპანია იტალიის ჩემპიონატის, Seria-A-ს კლუბ AS Roma-საც ფლობს.

მხარეების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, Blue Heaven Holdings-მა და TFG-მ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ცნობისთვის, საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“ წილის ფარჰად მოშირისაგან შესყიდვა კიდევ ორ სუბიექტს, 777 Partners-სა და ჯონ ტექსტორს სურდათ. თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები მალევე ჩაიშალა.

დენ ფრიდკინის მიერ Everton FC-ის შესყიდვა რამდენიმე კვირაში, შესაბამისი ინსტანციების მიერ ნებართვის მინიჭების შემდეგ გაფორმდება.