VTB ჯგუფი და აბრამოვიჩი Netflix-ის რუსულ ანალოგს $250 მილიონის მობილიზებაში დაეხმარნენ

VTB ჯგუფი და აბრამოვიჩი Netflix-ის რუსულ ანალოგს $250 მილიონის მობილიზებაში დაეხმარნენ

VTB ჯგუფი და რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი Netflix-ის რუსულ ანალოგში საკუთარი კაპიტალის ინვესტირებას აპირებენ. Ivi.ru რუსეთში ყველაზე პოპულარული ვიდეოსტრიმინგის სერვისია.

Ivi-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ VTB-ის, რუსეთის მეორე უდიდესი ბანკისა და საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელები, რომან აბრამოვიჩი და ალექსანდრ ფროლოვი ზემოთ აღნიშნული სერვისის ახალი მეწილეები ხდებიან $250 მილიონის კონტრიბუციით, რაც კონტენტის გაფართოებასა და სახლში გამოსაყენებელი პროდუქტების დაფინანსებას მოხმარდება.

ცნობისთვის, წლის დასაწყისში Ivi-მ დროებით შეაჩერა დაგეგმილი IPO, რომლის დაახლოებითი ღირებულებაც 1 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდებოდა. ამის მიზეზი კი რუსი პოლიტიკოსის საკანონმდებლო წინადადება გახდა, რომლის მიხედვითაც, უცხოური მფლობელობის ქვეშ მყოფ კომპანიებს შიდა ტრანსლირება შეეზღუდებოდათ.

კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ოლეგ ტუმანოვის განცხადებით, აღნიშნულმა ინვესტიციამ ყველანაირი ფინანსური საჭიროებები დააკმაყოფილა. „ეს ჩვენ მოგვცემს მაქსიმუმალურ ფინანსურ მოქნილობას, თუმცა კომპანიისათვის IPO მაინც სტრატეგიული არჩევანი იქნება“, – განაცხადა მან.

აღნიშნული გარიგება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული კერძო კაპიტალის ინვესტიციაა. დასავლეთთან გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და 2019 წელს ცნობილი ამერიკელი ინვესტორის, მაიკლ კალვის დაკავებამ ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

Ivi-ს რუსულ ბაზარზე კონკურენციას რამდენიმე კომპანია უწევს. Okko იმავე სექტორში მოქმედი კომპანიაა, რომლის თანამფლობელი რუსეთის უმსხვილესი კრედიტორი Sberbank PJSC-ია. კომპანიის კონკურენტების რიგებს განეკუთვნება Amediateka და Kinopoisk-ც.

ცნობისთვის, აღნიშნული კომპანიის აპლიკაცია თითქმის ყველა იმ SMARTTV მოწყობილობაშია წინასწარ ინსტალირებული, რომელიც საქართველოში იყიდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *