Zara-ს დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა და გერმანული ფონდები დუბლინში პრესტიჟული საოფისე შენობების შესყიდვაზე პაექრობენ. კერძოდ, ესპანელი მილიარდერი ორტეგა, უძრავი ქონების გერმანული საინვესტიციო ჯგუფები, Deka Immobolien-ი, Commerz Real-ი და Union Investment-ი წარმოადგენენ ერთმანეთის კონკურენტებს დუბლინის ხუთი პრესტიჟული შენობის შესყიდვასთან დაკავშირებით.
საუბარია ბრიტანული კომპანიის Henderson Park Capital-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, რომელიც ირლანდიის დედაქალაქის ცენტრალურ ბიზნესუბანში არსებულ შენობებს მოიცავს.
შესაბამის აუქციონზე მხარეებმა უკვე დააფიქსირეს თავიანთი შეთავაზებები და წინადადებები, თუმცა, მისი შედეგები ჯერ უცნობია.
ბოლო რამდენიმე კვირაა ინტენსიურად ვრცელდება მითქმა-მოთქმა, რომ ესპანელ მილიარდერ ამანსიო ორტეგას ერთ-ერთი შენობის შესყიდვის განსაკუთრებული ინტერესი აქვს.