ZEG - Tbilisi Storytelling Festival

ZEG - Tbilisi Storytelling Festival

27 აპრილს, 13:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება პრესკონფერენცია ZEG Tbilisi Storytelling Festival-თან დაკავშირებით. 

ZEG Tbilisi Storytelling Festival – ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ის მიერ 2019 წელს დაარსდა. წელს ფესტივალი 8-10 ივნისს ჩატარდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოპებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, თიბისი კონცეპტი, VISA, European Press Prize, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, Windfor’s, IPI, აჭარა ჯგუფი, Enkeny Films, ჟუჟუნა ღვინო. S

მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #7, IV სართული.