ზიანის შემცირების სტრატეგია - ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს მწეველთა რაოდენობის კლებას

ზიანის შემცირების სტრატეგია - ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს მწეველთა რაოდენობის კლებას

თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელთან გამკლავებაც მხოლოდ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკანონმდებლო ინიციატივებისა და გადაწყვეტილებების დანერგვის შედეგად არის შესაძლებელი.

სწორედ ამ მიზნით, ამ წლის დეკემბერში, ლონდონში “ელ. სიგარეტების სამიტი 2022” გაიმართა. სამიტის მიზანია, შექმნას დამოუკიდებელი სადისკუსიო პლატფორმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგისთვის, თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის ახალი მიდგომებისა და ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისთვის.

ნიკოტინის როლის შესახებ პოლიტიკოსებსა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მარეგულირებელ ორგანოებს ჯერ კიდევ მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ. მიუხედავად ამისა, მათ ერთი საერთო მიზანი – თამბაქოს უკვამლო მომავლის შექმნა და თამბაქოს პანდემიის დასრულება აერთიანებთ. სწორედ ამ მიზნისთვის, “ელ. სიგარეტების სამიტი” ქმნის სივრცეს, სადაც აღნიშნულ კითხვებზე პასუხის ძიება სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნება შესაძლებელი.

ღონისძიებამდე, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა” სპეციალურად მედიისთვის გამართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც, განიხილეს OHID ანგარიში და თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესახებ დიდ ბრიტანეთში არსებული შეხედულებები.

როგორც პანელის ერთ-ერთი სპიკერი, დიდი ბრიტანეთის ადამ სმიტის სახელობის უნივერსიტეტის კვლევების ხელმძღვანელი, დენიელ პრაიორი აღნიშნავს, საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ელექტრონული სიგარეტების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების, არამედ თავად ნიკოტინის შესახებ.

“ზრდასრული მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის მწეველები, მიიჩნევენ, რომ ნიკოტინი ჯანმრთელობისთვის საზიანოა – რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ნიკოტინი ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებებს იწვევს. საინტერესოა, რომ ამ შეხედულებას იზიარებენ ექიმებიც”, – აღნიშნავს დენიელ პრაიორი.

მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთში, ელ. სიგარეტებთან დაკავშირებული აღქმები დროთა განმავლობაში უარესდება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი დღეს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაციის მხრივ, მსოფლიოში პირველია. ამ პრობლემასთან გამკლავებისათვის საჭიროა მომხმარებლისთვის სანდო, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება.

“ძალიან ხშირად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ არ არსებობს საკმარისი კვლევები ნიკოტინის შემცველი პროდუქტებისა და ელ. სიგარეტების შესახებ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი კვლევა არსებობს, უბრალოდ ისინი არასწორია. ბოლოდროინდელი სტატისტიკის თანახმად, 7,000 კვლევა ჩატარდა ელ. სიგარეტების და ნიკოტინის შესახებ და მათი დიდი ნაწილი ჟურნალებში არის გამოქვეყნებული. მიუხედავად ამისა, მათი ხარისხი ძალიან დაბალია და ისინი თავიდანვე არასწორი მეთოდით ტარდება, ანუ აპრიორი ცდილობს ელ. სიგარეტებისა და ნიკოტინის პროდუქტების არა შესაძლო პოტენციალის, არამედ მხოლოდ რისკების გამოვლენას”, – აღნიშნავს მარტინ კულიპი, აშშ-ის Taxpayers Protection Alliance-ის სამომხმარებლო ცენტრის მომხმარებელთა ადვოკატი.

მისივე თქმით, აღნიშნულ კვლევებს უმეტესწილად ფილანთროპი მაიკ ბლუმბერგი აფინანსებს, რომელიც ნიუ-იორკის ყოფილი მერია, ის ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და დღეს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

თუმცა, როგორც პანელისტები აღნიშნავენ, ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები ზიანის შემცირების სტრატეგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მათი იმპლემენტაციის შედეგად კი შესაძლებელია თამბაქოს უკვამლო მომავლის შექმნა.

“შვედეთის, ნორვეგიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს მომხმარებლებს, გადავიდნენ შედარებით ნაკლები ზიანის მქონე პროდუქტების მოხმარებაზე, პოზიტიურ ზეგავლენას იქონიებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე”, – აღნიშნავს კარლ ფაგერსტრომი, ემერიტუსი და Fagerstrom Consulting-ის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობისათვის, საჭიროა ზიანის პროპორციული საკანონმდებლო ჩარჩოს დანერგვა და საზოგადოებისთვის მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *