ავეჯის კომპონენტების კომპანია ელთიბიმ 17 წლის იუბილე 17 დეკემბერს აღნიშნა. ბიზნესი, რომელიც 10 თანამშრომლით და ერთი გაყიდვის წერტილით იწყებოდა, დღეისათვის 250-ზე მეტ თანამშრომელს, 3 ფილიალს თბილისში და ერთს ქუთაისში ითვლის. კომპანია მომხმარებლებს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას 2004 წლიდან სთავაზობს. დღეისათვის კომპანიაში 8,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტია წარმოჩენილი, მათ შორის: ავეჯის ფურნიტურა, საფასადე მასალები, გაღებისა და დახურვის სისტემები, სამზარეულო ტექნიკა და ავეჯის სხვა კომპონენტები. ელთიბი ყოველწლიურად აუმჯობესებს საწარმო და სამღებრო მომსახურებებს, და, როგორც კომპეტენციის ცენტრი ავეჯის კომპონენტების სექტორში, საერთაშორისო ტენდენციების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის განვითარებას.
პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი და ხელმისაწვდომობა ბუნებრივად აისახება სამომხმარებლო სეგმენტის ზრდაზე. ელთიბისთან თანამშრომლობენ როგორც იურიდიული (ავეჯის მწარმოებელი კომპანიები, ინტერიერის დიზაინ სტუდიები, მსხვილი დილერები), ისე ფიზიკური პირები. გარდა ამისა, ელთიბის ჰყავს ვერიფიცირებული დილერები საქართველოს მასშტაბით.
ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ვალიშვილი: „ელთიბი სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად აგრძელებს განვითარებას. 2021 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ კომპანიამ აჩვენა შემოსავლების 23%-იანი ზრდა შარშანდელ წელთან მიმართებაში, მოიზიდა დამატებითი ფინანსური სუბსიდიები, რაც საშუალებას მისცემს 2022 წლიდან განახორციელოს ახალი და საინტერესო პროექტები საწარმო და სამღებრო მომსახურებების განვითარების მიმართულებით. ასეთი შედეგები ელთიბის თანამშრომლების დაუღალავი შრომის და ძალისხმევის შედეგად მიიღწევა.“
ელთიბი ყურადღებას აქცევს ორგანიზაციული მართვის განვითარებას. ეტაპობრივად ნერგავს თანამედროვე მართვის პროცესებს, შეიმუშავა კომპეტენციების მოდელი და სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემა.
ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი, ილონა ჯოხაძე: „ელთიბის პრიორიტეტია ბიზნესის განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა. კომპანია ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯმენტში აპრობირებულ თანამედროვე მიდგომებს იყენებს და ორიენტირდება თითოეულ თანამშრომელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. საამაყოა, რომ, პანდემიის მიუხეადავად, კომპანიამ შეასრულა შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და მეტიც, დაასაქმა 100-ზე მეტი ახალი თანამშრომელი.“
ელთიბის პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა განაპირობებს მის სამომხმარებლო პორტფელის სწრაფ ზრდას. იმისათვის, რომ კომპანიამ უფრო ეფექტურად შეძლოს მოთხოვნის დროული დაკმაყოფილება 2022 წლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ისახავს ელექტრონული კომერციის განვითარებას.
ელთიბის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, მაკა ასათიანი: „ელთიბის ონლაინ მაღაზიის პროექტი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად შეარჩიონ და შეიძინონ სასურველი პროდუქცია. გარდა ამისა, თუ მათ ექნებათ მზად ავეჯის ტექნიკური პროექტი, ასევე შეეძლებათ ონლაინ განშლის გაკეთება და საწარმო მომსახურებების დისტანციურად შეკვეთა.“
პროგრესი, რომელიც ელთიბიმ 17 წლიანი არსებობის მანძილზე აჩვენა, მნიშვნელოვნად აისახა მის ორგანიზაციულ განვითარებაზე.
გენერალური დირექტორი, ლევან ზაალიშვილი: „კომპანიას დასახული აქვს სამომავლო გეგმები, რომლის მიხედვით მოგების ზრდა, ბრენდის პოპულარიზაცია და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მთავარ მიზანს წარმოადგენს. დაგეგმილი სიახლეების პარალელურად, უცვლელი რჩება მხოლოდ ერთი რამ, – ელთიბის სწრაფვა, იყოს კომპეტენციის ცენტრი ავეჯის ინდუსტრიაში და საერთაშორისო ტენდენციების შესაბამისად განავითაროს საქართველოს ბაზარი“.