18 "დაუსრულებელი" საინვესტიციო პროექტი

18 "დაუსრულებელი" საინვესტიციო პროექტი

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით, დაფინანსება ეზრდება ისეთ საინვესტიციო 18 პროექტს, რომელთა შესრულების მდგომარება 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით 9 თვის გეგმასთან მიმართებაში 50%-ზე დაბალია. მათ შორისაა ისეთი პროექტები, რომელთა ფარგლებშიც საერთოდ არ მომხდარა თანხების ათვისება არც 2017 და არც 2018 წლის განმავლობაში. კერძოდ, აღნიშნული პროექტებია: 

  • თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი;
  • ბათუმის ავტობუსების პროექტი;
  •  აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი.

როგორც ცნობილია, კრედიტის სახით გამოყოფილი სახსრების დაგვიანებით ათვისება იწვევს სესხის მომსახურების ხარჯების ზრდას. სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, ასეთი დაბალი ათვისების პროექტების შემთხვევაში სულ გადახდილია 1.5 მლნ ლარის მოცულობის ვალდებულების გადასახადი. 

აღნიშნული 18 პროექტი და 2018 წლის 8 თვის ათვისება 9 თვის გეგმასთან მიმართებით შემდეგია: 

  • მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა –  0%
  • სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48- კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა – 0%
  • ბათუმის ავტობუსების პროექტი –  0%
  • თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი – 0%
  • აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – 0%
  • ქობულეთის წყალარინების პროექტი – 0%
  • ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაციარეკონსტრუქცია – 1%
  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულახარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხარაგაულის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 2%
  • ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი – 13%
  • საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი – 22%
  • ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი – 23%
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე – 27%
  • ბათუმის ახალი შემოვლითი გზა – 29%
  • შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი – 30%
  • რეგიონალური განვითარების პროექტი II (იმერეთი) – 32%
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) – 43%
  • საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა – 47%
  • რეგიონალური განვითარების პროექტი III (მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) – 47%. 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.