ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს, 20 თებერვალს, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაახლოებით 3 თეთრით გაუფასურდა. შედეგად, უკვე ერთი დოლარი 2.18 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო 2.47 ლარი.
2014 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ლარის კურსი დოლარის მიმართ 17%-ით გაუფასურდა. კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა აღნიშნულ პერიოდში 80 მილიონი დოლარი გაყიდა.