2015 წელს საქართველოს საგარეო ვალი 15 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

2015 წელს საქართველოს საგარეო ვალი 15 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2014 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 1.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 15 მილიარდი დოლარი (36 მილიარდი ლარი) შეადგინა. ვალის ზრდასთან ერთად, ლარის გაუფასურების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი, რაც ვალის ტვირთის გამომხატველია. 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 2015 წლის მშპ-ის 113%-ია, 2014 წლის ბოლოს საგარეო ვალი მშპ-ს 86% იყო.

2015 წელს 135 მილიონი დოლარით გაიზარდა მთავრობის საგარეო ვალი, ხოლო ეროვნული ბანკის ვალი 33 მილიონი დოლარით შემცირდა. 266 მილიონი დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. 13 მილიონი დოლარით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.