2015 წელს საქართველოში 1351 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

2015 წელს საქართველოში 1351 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 268 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო მთელი წლის განმავლობაში 1351 მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნა მოზიდული. 2014 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 23%-ით შემცირდა.

2015 წელს ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ აზერბაიჯანი (542 მლნ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (198 მლნ დოლარი) და ნიდერლანდები (111 მლნ დოლარი).