2015 წლის ოქტომბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 22 მილიონი ლარი შეადგინა

2015 წლის ოქტომბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 22 მილიონი ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 22 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (34 მილიონი ლარი) 34%-ით ნაკლებია.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში კი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 11%-ით (40 მილიონი ლარით) არის გაზრდილი. გასული წლის პირველ ათ თვეში წმინდა მოგება 360 მილიონი ლარი იყო, 2015 წლის პირველ ათ თვეში კი 400 მილიონი ლარია.

 

 

 

გრაფიკი – კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში: