მათთვის, ვისაც სურს მაქსიმალურ დეტალებამდე შეიტყოს, თუ როგორ ფუნქციონირებენ სხვადასხვა ორგანიზაციები, არსებობს კომპანია Glassdoor. კომპანია უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭვირვალობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა სახელფასო ინფორმაცია, თანამშრომელთა აზრის გამოკითხვა, კორპორატიული წესები და სხვა. კომპანია Glassdoor, ასევე ფლობს დიდი რაოდენობით მონაცემებსა და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები აყალიბებენ კარგ სამუშაო გარემოს და რას აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას თანამშრომლები. ამ მასალებზე დაყრდნობით, მარტივი ხდება იმის წარმოდგენა, თუ როგორია ამა თუ იმ ორგანიზაციაში მუშაობა.
კომპანია ასევე აწესებს ყოველწლიურ ჯილდოს “საუკეთესო სამუშაო ადგილისთვის”, რომელიც ეყრდნობა ორგანიზაციების თანამშრომელთა შეფასებებს. ახლახანს კომპანია Glassdoor-მა გამოაქვეყნა 2015 წლის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორთა რეიტინგი. რეიტინგი გაყოფილია 2 ნაწილად: მცირე და საშუალო ზომის კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და დიდი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები.
Top 10 მცირე და საშუალო ზომის კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების რეიტინგი:
1. Frank Williams, CEO of Evolent Health, 98% კმაყოფილება
2. Tobias A. Dengel, CEO of WillowTree, 98% კმაყოფილება
3. Renaud Laplanche, CEO of LendingClub, 98% კმაყოფილება
4. Greg Penske, CEO of Penske Motor Group, 98% კმაყოფილება
5. David Durand, CEO of Best Version Media, 98% კმაყოფილება
6. Scott Smith, CEO of OneGuard, 98% კმაყოფილება
7. Kevin Hartz, CEO of Eventbrite, 97% კმაყოფილება
8, John Dowd, CEO of Sundance Vacations, 95% კმაყოფილება
9. Darius John Mirshahzadeh, CEO of Endeavor America Loan Services, 95% კმაყოფილება
10. Brian Halligan, CEO Hubspot, 94% კმაყოფულება
Top 10 დიდი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთა რეიტინგი:
1. Larry Page, CEO of Google, 97% კმაყოფილება
2. Mark G. Parker, CEO of Nike, 97% კმაყოფილება
3. Charles C. Butt, CEO of HEB, 96% კმაყოფილება
4. Mark Zuckerberg, CEO Facebook, 95% კმაყოფილება
5. Scott Scherr, CEO of Ultimate Software, 95% კმაყოფილება
6. Hugh Grant, CEO of Monsanto Company, 95% კმაყოფიილება
7. Lloyd C. Blankfein, CEO of Goldman Sachs, 95% კმაყოფილება
8. John E. Schlifske, CEO of Northwestern Mutual, 95% კმაყოფილება
9. Glenn Johnson, CEO of Insight Global, 94% კმაყოფილება
10. Tim Cook, CEO of Apple, 94% კმაყოფილება
დიდი კომპანიების სრულ, 50 წევრიან რეიტინგსა და მცირე და საშუალო კომპანიების 25 წევრიან რეიტინგში, ვერ მოხვდა მდედორბითი სქესის ვერც ერთი წარმომადგენელი. ამიტომ Glassdoor-მა ცალკე გამოაქვეყნა ქალი აღმასრულებელი დირექტორების რეიტინგი. Top-ხუთეული ასე გამოიყურება:
1. Mary Barra, CEO of GM, 86% კმაყოფილება
2. Pamela Nicholson, CEO of Enterprise Rent-A-Car, 84% კმაყოფილება
3. Kay Krill, CEO of Ann Taylor, 84% კმაყოფილება
4. Marillyn Hewson, CEO of Lockheed Martin, 83% კმაყოფილება
5. Sharen Turney, CEO of Victoria’s Secret Stores, 83% კმაყოფილება
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის შეფასების კრიტერიუმებით (თანამშრომელთა კმაყოფილება), ქალი CEO-ების რეიტინგის სიის ლიდერებიც კი ჩამოუვარდებიან მამაკაცების ორივე რეიტინგის უკანასკნელ წევრებს.