2016 წელს პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 194.3 მილიონი ლარი შევიდა

2016 წელს პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 194.3 მილიონი ლარი შევიდა

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2016 წლის საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს და ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს მოიცავს, პრივატიზაციის შედეგად 194.3 მილიონი ლარი შევიდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალმა 74.6 მილიონი ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავალმა 119.7 მილიონი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდაან შემოსავალი ძირითადად შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან შევიდა, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტებში მიწის გაყიდვიდან.

სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან მისაღები თანხების გეგმა 98%-ით შესრულდა, ხოლო  2015 წელთან შედარებით პრივატიზაციიდან შემოსავალი 22 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ცხრილი: სახელმწიფოს შემოსავალი არაფინანსური აქტივების გაყიდვიდან (პრივატიზაციიდან):

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.