2016 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 2 მილიარდი ლარით გაიზარდა

2016 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 2 მილიარდი ლარით გაიზარდა

2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 15.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 46%-ია. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 42% იყო, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.5%.

სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 10.3 მილიარდი ლარი იყო, 2016 წლის ბოლოს კი 12 მილიარდი ლარი შეადგინა. 2016 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარებში 201 მილიონით გაიზარდა, თუმცა, ლარის გაუფასურების გამო, ლარებში გამოხატული საგარეო ვალი 1.6 მილიარდით გაიზარდა. ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ვალის ტვირთის მაჩვენებელს სწორედ ლარში გამოხატული საგარეო ვალი ასახავს და არა დოლარში.

საშინაო ვალი კი 2016 წელს 355 მილიონი ლარით გაიზარდა და 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა.