2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8 პროცენტით გაიზარდა

2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა. 2018 წლის დეკემბერში კი, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, ზრდა 5.6% იყო. 4.8% შეადგინა მეოთხე კვარტლის საშუალო ზრდამაც.

2018 წლისთვის საქართველოს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, 2019 წლის პროგნოზი კი 4.5%-ია.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები