2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია “ფინანსები“

2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია “ფინანსები“

წარმოგიდგენთ 2019 წლის Forbes 30 Under 30-ის რჩეულებს კატეგორიაში “ფინანსები“.

Forbes 30 Under 30-ის წევრები ის წარმატებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც თავიანთი ძალისხმევით და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი მომავლის ამინდს ქმნიან.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30-წლამდე ასაკში მიაღწიეს. ამ სიის წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, მაგრამ მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი მიზანდასახულები და ენერგიულები არიან, აქვთ თავიანთი ხედვა და სტრატეგია.

წარმოგიდგენთ 2019 წლის Forbes 30 Under 30-ის რჩეულებს კატეგორიაში “ფინანსები“.

გამარჯვებულები:

ლევან გუდიაშვილი, 29

აჭარა ჯგუფი, აღმასრულებელი ფინანსური დირექტორის მოადგილე

თათია ჯაჯანაშვილი, 29

სს “მიკრო ბიზნეს კაპიტალი”, საფინანსო დეპარტამენტის დირექტორი

მარიამ ქოიავა, 29

სს “სავი”, დამფუძნებელი

გიორგი გვაზავა, 26

Brokers IO, ფინანსური დირექტორი

ქეთევან თოიძე, 23

გალტ & თაგარტი, უფროსი მენეჯერი

სანდრო მუსერიძე, 28

EBRD, Principal Banker

ჯაბა გველებიანი, 29

KPMG Georgia, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

მიხეილ ნადარეიშვილი, 29

თიბისი ბანკი, ბიზნესანალიზის განყოფილების უფროსის მოადგილე

ფოკუსში:

ლევან გუდიაშვილი, 29

ფინანსები ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათი სწორად განკარგვის უნარი წარმატების წინაპირობას წარმოადგენს.

მის მიერ მართული Adjara Group-ის კლიენტთა ჯამური აქციების ღირებულება 4.1 მილიარდ ლარს აღემატება.

ლევან გუდიაშვილი აქტიურად მონაწილეობს კომპანიის მიერ უძრავ ქონებაში ინვესტირების პროცესში. მისი შექმნილია მონიტორინგის სისტემა, რომელიც, განხორციელებული ინვესტიციების სტრატეგიული და ოპერაციული რისკების იდენტიფიცირებას ახდენს.

ამ და სხვა მრავალ დამსახურებასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ის Certified Financial Analyst-ის პროგრამის მეორე საფეხურზეა.

ჟიურის წევრები:

მურთაზ კიკორია – ლიბერთი ბანკი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ვასილ რევიშვილიTHALES INVESTMENTS, აღმასრულებელი დირექტორი.

გიორგი არველაძეთიბისი კაპიტალი, კვლევებისა და საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი.