2020 წელს ფულადი გზავნილები 153 მილიონი დოლარით გაიზარდა

2020 წელს ფულადი გზავნილები 153 მილიონი დოლარით გაიზარდა

2020 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2019 წელთან შედარებით 153 მლნ დოლარით (9%-ით) გაიზარდა. 2019 წელს საქართველოში 1 733 მლნ დოლარი, ხოლო 2020 წელს 1 886 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

2020 წელს, საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობაც გაიზარდა. 2019 წელთან შედარებით 9 მლნ დოლარით მეტი გადაირიცხა, ჯამში 247 მლნ დოლარი.

გზავნილების ზრდა, სავარაუდოდ, პანდემიის გამო ქვეყნებს შორის მიმოსვლის გართულებამ განაპირობა. წინა წლებში ფიზიკურად შემოტანილი თანხა 2020 წელს ფულადი გზავნილებით შემოვიდა.

საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად იტალიიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და აზერბაიჯანიდან  გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა. 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან ფულადი გზავნილბი 65 მლნ დოლარით შემცირდა. 20 მლნ დოლარით შემცირდა ყირგიზეთიდან გზავნილები.

ცხრილი: ქვეყნები საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, მლნ აშშ დოლარი