2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კინოპრემიერები - Avatar: The Way Of The Water და სხვები

2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კინოპრემიერები - Avatar: The Way Of The Water და სხვები

Avatar-ის პირველი ფილმის წარმატებიდან გამომდინარე, Avatar: The Way Of The Water-ის მიმართ მოლოდინი და ინტერესი გამძაფრებული იყო. თუმცა დებიუტის პირველ შაბათ-კვირას კინოსურათმა დაახლოებით $134 მილიონის გამომუშავება მოახერხა, რაც მოლოდინის ჩამორჩება.

რეჟისორ ჯეიმს კამერონის განცხადებით, The Way Of The Water-ი, მოგების მისაღებად, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი უნდა გახდეს. აღსანიშნავია, რომ კინოსურათის გადასაღებად $350 მილიონზე მეტი დაიხარჯა. კრიტიკოსები უმეტესწილად კმაყოფილნი არიან კამერონის ნამუშევრის ვიზუალური მხარით, Rotten Tomatoes-ზე მან აუდიტორიის 94%-იანი შეფასება, CinemaScore-ზე კი A ქულა დაიმსახურა.

მიმდინარე წელს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მცირეშემოსავლიანი პრემიერა სულაც არ ნიშნავს ფილმის ავტომატურ წარუმატებლობას. მაგალითისთვის, Top Gun: Maverick-ის მიერ დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით $126 მილიონი შეადგინა, თუმცა კინოსურათმა გლობალურად დაახლოებით $1.48 მილიარდის გამომუშავება შეძლო და წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმიც გახდა.

პრემიერა შეიძლება იყოს ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად დაინტერესებულია მაყურებელი ფილმით, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გაზარდოს ინტერესი მის მიმართ. 2009 წელს Avatar-ის პრემიერამაც მხოლოდ $77 მილიონს მიაღწია, თუმცა საბოლოოდ $2.9 მილიარდის გამომუშავების წყალობით, მან ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის წოდება დაიმსახურა.

ფილმები, რომელთაც 2022 წელს საშინაო დებიუტისას ყველაზე მეტი გამოიმუშავეს:

  1. Doctor Strange In The Multiverse Of Madness — $187.4 მილიონი ($955.8 მილიონი გლობალურად)
  2. Black Panther: Wakanda Forever — $181.3 მილიონი ($789.1 მილიონი)
  3. Jurassic World: Dominion — $145 მილიონი ($1 მილიარდი)
  4. Thor: Love And Thunder — $144.1 მილიონი ($760.9 მილიონი)
  5. The Batman — $134 მილიონი ($770.8 მილიონი)
  6. Avatar: The Way Of Water — $134 მილიონი ($555.9 მილიონი)
  7. Top Gun: Maverick — $126.7 მილიონი ($1.48 მილიარდი)
  8. Minions: The Rise Of Gru — $107 მილიონი ($939.4 მილიონი)
  9. Sonic The Hedgehog 2 — $72.1 მილიონი ($402.6 მილიონი)
  10. Black Adam — $67 მილიონი ($391.2 მილიონი)
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *