30 აპრილის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 18.5 მილიარდი ლარია

30 აპრილის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 18.5 მილიარდი ლარია

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 6 მლნ ლარით გაიზარდა და 18.5 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 13 მლნ დოლარით შემცირდა, თუმცა ლარის გაცვლითი კურსის ზრის გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 14 მლნ ლარით გაიზარდა. აპრილში საშინაო სახელმწიფო ვალი 8 მლნ ლარით შემცირდა.

30 აპრილის მდგომარეობით, საგარეო სახელმწიფო ვალი 14.5 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 4 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 4.9 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 858 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის საფრანგეთი 666 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია.

ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალი, მილიარდი ლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *