ლურჯი და ყვითელი | საქველმოქმედო საღამო უკრაინის მხარდასაჭერად

ლურჯი და ყვითელი | საქველმოქმედო საღამო უკრაინის მხარდასაჭერად

27 აპრილს, თბილისში ქართულ-უკრაინული საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. ლურჯი & ყვითელი გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის ხელოვანებს, მუსიკოსებსა და მოცეკვავეებს.

მონაწილეები:

  • ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები – ახალი თაობა
  • 𝙺𝚊𝚑𝚊𝚋𝚎𝚛𝚒 & 𝙺𝚑𝚊𝚗𝚞𝚖𝚜
  • Tamada
  • თეა დარჩია
  • Luna997
  • NIKAKOI

ადგილმდებარეობა: რესპუბლიკა • Republic Event Hall
დასაწყისი: 19:00 საათი

საქართველოში მკვეთრადაა გამოხატული უკრაინის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა; სწორედ ამიტომ, შესაძლებელი გახდა დაგვეორგანიზებინა ღონისძიება, რომლის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში. ღონისძიების შემდეგ კი გამოქვეყნდება შესაბამისი ანგარიში.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა, რომლის წარმდგენია Artu.ge.

ბილეთები:

  • საცეკვაო ზონა – 60₾
  • ლაუნჯ ზონა (ლაუნჯი 1 პერსონაზე, welcome drink, კანაპე სეტი) – 300₾

გიწვევთ გაატაროთ ოთხშაბათი საღამო გამორჩეულ ღონისძიებაზე და ამავდროულად დაეხმაროთ უკრაინას!

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდამჭერ ფონდში – თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

თუ გაქვთ სურვილი გაიღოთ მეტი შემოწირულობა დაგვიკავშირდით- https://www.facebook.com/WelcometoGeorgiaAward

ორგანიზატორები:

  • უკრაინული საზოგადოება – უკრაინის მოსახლეობა და მათი მხარდამჭერები
  • Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება
  • Artu.ge
  • რესპუბლიკა • Republic Event Hall

მხარდამჭერი: თბილისის მერია