2018 წლის მეოთხე კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, წინა კვარტალთან შედარებით, აშშ დოლარის მიმართ 5.7%-ით, ხოლო ევროსთან 3.8%-ით გაუფასურდა. ლარი რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებაშიც გაუფასურდა, შესაბამისად, 4.2%-ით და 7%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამავე პერიოდში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 4.7%-ით გაუფასურდა, ხოლო წლიურად კი 8%-ით გამყარდა. ამავე პერიოდში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 5.5%-ით გაუფასურდა, ხოლო წლიურად კი 3.2%-ით გამყარდა.
რაც შეეხება წლიურ ცვლილებას, 2018 წლის მეოთხე კვარტალში, ლარის კურსი წლიურად გამყარდა რუბლთან, ევროსთან და თურქულ ლირასთან.
დოლართან მიმართებით კი გასულ კვარტალში ლარი წლიურად 2.1%-ით გაუფასურდა
.