იტალიური ელეგანტურობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ჰარმონია, რაც Boggi Milano-ს ეკოლოგიურ ბრენდად აქცევს

იტალიური ელეგანტურობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ჰარმონია, რაც Boggi Milano-ს ეკოლოგიურ ბრენდად აქცევს

BOGGI MILANO
B TOGETHER

ევოლუცია: ეს არის ტექნიკური ინოვაციების, გადამუშავებული ქსოვილებისა და ახლებური პერფორმანსის იდეალური შერწყმა.

Boggi Milano-ს 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარმოადგენს ბრენდის ხელწერის მქონე მამაკაცი, რომელიც უკვე წარმატებულია, მაგრამ მაინც ყოველდღიურად ეძებს ახალ, დადებით გამოცდილებებს თანამედროვე ურბანულ გარემოში. ის ატარებს სულ უფრო მაღალი ხარისხის, მაგრამ ამასთანავე ეკოლოგიურად მდგრად სამოსს, რომელიც მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც საქმიანი შეხვედრების, ისე შაბათ-კვირას, მეგობრულ გარემოში რელაქსაციისა და განტვირთვის დროს.

ჩვენი პლანეტისადმი მუდმივი ერთგულების დასტურად, Boggi Milano ზრდის მდგრადი სამოსის წილს SS22-ისთვის, რათა მიაღწიოს მიზანს – კოლექციის 100%-სთვის გამოიყენოს მდგრადი მასალები 2030 წლის მოდელებში. მიმდინარე სეზონის კოლექციაში წარმოდგენილია გადამუშავებული რიპსტოპ (ripstop) ნეილონის მოსაცმელი პერანგი, ე.წ. Overshirt-ი – მრავალმხრივი, გამძლე და ინოვაციური სამოსი, რომელიც უზრუნველყოფს გამორჩეულად მაღალ ტექნიკურ პერფორმანსს. ეს კონკრეტული ქსოვილი, რომელიც წარსულში განსაკუთრებით წარმატებით გამოიყენებოდა სამხედრო სამოსის შექმნისას, ახლა მეტად პოპულარულია სპორტული ტანსაცმლის სამყაროში მისი განსაკუთრებით მაღალი გამძლეობის გამო. ეს გასაკვირიც არ არის, ვინაიდან მას იყენებდნენ სამხედრო ბაზებში პარაშუტების დასამზადებლად. იგი შევიდა Boggi-ის კოლექციაში თანამედროვე იერსახით და სრულიად ახლებური სიცოცხლე შესძინა სპორტულ ჟილეტებსა და ბერმუდაშორტებს.

ინდივიდუალიზმით სავსე თამამი ფერები ახალი სეზონის კოლექციის კიდევ ერთი შესანიშნავი მახასიათებელია, რაც ბრენდს თანამედროვე და კიდევ უფრო მწვანე მომავლის ელფერს ანიჭებს. სწორედ ამ კონცეფციამ განაპირობა ეკოლოგიურად მდგრადი S’CAFE’ პოლო მაისურის შექმნა, რომელიც მზადდება ყავის ნალექის გადამუშავების შედეგად მიღებული მასალით. ეს სპეციალური ბოჭკოვანი ქსოვილი, ორგანულ ბამბასთან ერთად, პერფორმანსის ტექნიკურ გარანტიებს ქმნის. მათ შორის არის: სწრაფი შრობა, UV სხივებისგან დაცვა, თერმოკონტროლი და უსაზღვრო სიგრილის შეგრძნება. ბერმუდას შორტებისა და განსაკუთრებულად მსუბუქი ლოფერების არჩევანი ყვითელ, ნარინჯისფერ, წითელ, ლურჯ და მწვანე ფერებში, სრულყოფილად ავსებს სასურველ ფერთა პალიტრას.

Boggi Milano-ს ფეხსაცმლის კოლექცია ასევე გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მდგრადი სტილით. გასული სეზონის წარმატების შემდეგ, ნაქსოვი ფეხსაცმელი ხელმისაწვდომია უკვე ფერთა ფართო სპექტრით. მსუბუქი, მოქნილი, მდგრადი და კომფორტული – ეს ფეხსაცმელი შესანიშნავად უხდება ყველა ტიპის სამოსს, ნებისმიერ დღეს – ორშაბათიდან კვირამდე.

ახალ სეზონზე Boggi ქმნის ასევე ინოვაციურ ფეხსაცმელსაც, ეკომეგობრულ ბრენდ ACBC-თან თანამშრომლობით. ეს არის იტალიური ფეხსაცმლის მწარმოებელი პირველი კომპანია, რომელიც ოფიციალურად სერტიფიცირებულია BCorp-ის მიერ. ACBC ვითარდება და აწარმოებს უწყვეტ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი შემადგენლობის მასალების მოძიებას, რომლებიც სამი ფუნდამენტური მახასიათებლითაა გამორჩეული: ის არის animal free, ბიო და გადამუშავებული. ფეხსაცმელი დამზადებულია ვეგანური ტყავისგან, ხოლო დანარჩენი დეტალები დამზადებულია პოლიეთილენის ბოთლების გადამუშავებით მიღებული მასალით.

„საუკუნოვანი ისტორიის ბრენდი BOGGI Milano (ბოჯი მილანო) 1939 წელს დაარსდა და მამაკაცის სამოსის მწარმოებელ მსოფლიო ბრენდებს შორის მალევე დაიმკვიდრა წამყვანი ადგილი გამორჩეული იტალიური სტილისა და ელეგანტურობის უნიკალური შერწყმით.

ბრენდი ორიენტირებულია ნებისმიერი თაობის კოსმოპოლიტ, საქმიან მამაკაცზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, კომფორტი და სტილი ყოველდღიურად შეინარჩუნოს. სეზონური კოლექციების დიდი ნაწილი ეთმობა Smart Casual- და Easy Formal-სტილს, რისი შთაგონებაც არის დახვეწილი, გემოვნებიანი მილანელი მამაკაცი. სწორედ ამით არის განპირობებული ბრენდის დასახელების Milano-ზე აქცენტირება – თუმცა ბრენდის კოლექციებში ასევე განსაკუთრებული ადგილი უკავია მამაკაცის სამოსს ყველაზე ოფიციალური მოვლენებისთვისაც, სადაც ბრენდი Tailor-Made-კულტურას ინარჩუნებს, იყენებს რა დიდ არტიზანულ გამოცდილებას და უმაღლესი ხარისხის Loro Piana-ს ქსოვილებს, რაც შეუდარებელი ხარისხის უცვლელი ნიშანია“, – მარი დაშნიანი, ბრენდის გენერალური მენეჯერი საქართველოში.

 

Boggi Milano

Boggi Milano – ეს არის მამაკაცის იტალიური პრემიუმ- -ბრენდი, რომელსაც გახსნილი აქვს 190-ზე მეტი მაღაზია 38-ზე მეტ ქვეყანაში. დღეს ბრენდი ისწრაფვის ამბიციური მიზნებისკენ ინოვაციაში, ტექნოლოგიაში, მდგრადობასა და ხარისხში, ნედლეულის გამოყენების რევოლუციური კონცეფციის წყალობით, რომელიც ხასიათდება მაღალი ტექნიკური წარმადობით.

Boggi Milano-ს ტანსაცმლის დიზაინი ორი არსებითი ელემენტის გაერთიანების შედეგია: მაღალი ხარისხის ქსოვილები – ორგანული ბოჭკოების უპირატესობა, გადამუშავებული (recycled) მასალები, სერტიფიცირებული, უახლესი ქსოვილები და სტილისტური კვლევა, რომელიც ეძღვნება ცხოვრების ახალი სტილის ხედვას თანამედროვე მამაკაცებისთვის.

2016 წელს კომპანიამ შექმნა Boggi Milano Academy, რომლის მიზანია, მოამზადოს ახალი კვალიფიციური პერსონალი, რათა მათ თვალყური ადევნონ სტილის ცვლილებების დინამიკას გლობალურ ჭრილში.

Boggi Milano-ს საქართველოს ოფიციალური შოურუმი 2019 წელს გაიხსნა და დღემდე აქტიურად ამკვიდრებს იტალიური ელეგანტურობის უნიკალურ სტილს ქართველი მამაკაცებისთვის.

 

Boggi Milano-ს ოფიციალური შოურუმი საქართველოში

სითი მოლი საბურთალო, პრემიუმ-სივრცე
ვაჟა-ფშაველას გამზ. 70
T: 0322147777
WhatsApp Business (ვირტუალური ტური შოურუმში): 598471177
Boggi.com