მსოფლიოს უდიდესი საზღვაო გადამზიდი კომპანიების ათეული

მსოფლიოს უდიდესი საზღვაო გადამზიდი კომპანიების ათეული

რაც უნდა მოულოდნელად ჟღერდეს, მსოფლიო გადაზიდვების 80% საზღვაო წესით სრულდება. თავისთავად ცხადია, რომ გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვის ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არამხოლოდ გემები, არამედ კონტეინერები. აღსანიშნავია, რომ კონტეინერების გადაზიდვის გლობალურ ინდუსტრიაში რამდენიმე დომინანტი კომპანიაა, მათ შორის Maersk-ი, COSCO Shipping-ი და Evergreen-ი. ზემოხსენებული კომპანიები იმდენად გლობალურია, რომ მათი ბრენდირებული კონტეინერების ხილვა თითქმის ყველგანაა შესაძლებელი პორტებიდან – პოპულარულ კულტურამდე.

თუმცა, მიუხედავად ამისა, საზღვაო გადამზიდი კომპანიების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის არც თუ ისე ფართოდაა ცნობილი. ამ და სხვა მიზეზების გამო, Forbes Georgia მსოფლიოს უდიდესი საზღვაო გადამზიდი კომპანიების ათეულს გთავაზობთ, რომელზეც ცნობილმა გამოცემამ, Visual Capitalist-მა იმუშავა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ რეიტინგში კომპანიები ორი მახასიათებლის მიხედვით დალაგდნენ: პირველი – კომპანიის გემების რაოდენობაა, მეორე კი – გადაზიდვების მაქსიმალური მოცულობა ერთეული კონტეინერის მიხედვით (TEU). აღნიშნული რეიტინგი ლოგისტიკური საკონსულტაციო კომპანიის, Alcott Global-ის მონაცემებს ეფუძნება – გემების რაოდენობა 2021 წლის ივნისის, ხოლო გადაზიდვების მაქსიმალური მოცულობა – 2022 წლის იანვრის მონაცემების მიხედვითაა დათვლილი.

აღსანიშნავია, რომ Visual Capitalist-ის მიერ მომზადებულ მასალაში, მსოფლიოს უდიდეს საზღვაო გადამზიდ კომპანიად დანიური Maersk-ი არის მოხსენიებული, მაგრამ მას მერე, რაც ეს რეიტინგი შედგა, დანიურმა კომპანიამ პირველობა დათმო, ხოლო მისი ადგილი შვეიცარიულმა MSC-მ დაიკავა. საინტერესოა, რომ რაოდენობრივად, რეიტინგში ტაივანი ლიდერობს, რომელიც სამი მსხვილი კომპანიით არის წარმოდგენილი.

#1: Maersk

ქვეყანა: დანია
TEU: 4.3 მილიონი
გემების რაოდენობა: 718

#1: MSC

ქვეყანა: შვეიცარია
TEU: 4.3 მილიონი
გემების რაოდენობა: 606

#3: CMA CGM

ქვეყანა: საფრანგეთი
TEU: 3.2 მილიონი
გემების რაოდენობა: 542

#4: COSCO Shipping

ქვეყანა: ჩინეთი
TEU: 2.9 მილიონი
გემების რაოდენობა: 497

#5: Hapag-Lloyd

ქვეყანა: გერმანია
TEU: 1.7 მილიონი
გემების რაოდენობა: 259

#5: Ocean Network Express

ქვეყანა: იაპონია
TEU: 1.5 მილიონი
გემების რაოდენობა: 218

#7: Evergreen Marine

ქვეყანა: ტაივანი
TEU: 1.5 მილიონი
გემების რაოდენობა: 201

#8: HMM

ქვეყანა: სამხრეთ კორეა
TEU: 0.8 მილიონი
გემების რაოდენობა: 79

#9: Yang Ming

ქვეყანა: ტაივანი
TEU: 0.7 მილიონი
გემების რაოდენობა: 87

#10: Wan Hai Lines

ქვეყანა: ტაივანი
TEU: 0.4 მილიონი
გემების რაოდენობა: 146 

ფოტო: Visual Capitalist