ქართული მეღვინეობების პარტნიორობა საქართველოს ბანკთან

ქართული მეღვინეობების პარტნიორობა საქართველოს ბანკთან

ღვინო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. ჩვენი ქვეყნის კულტურა მჭიდროდაა დაკავშირებული ვაზთან და შესაბამისად, უძველესი დროიდან საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი ვაზის ჯიში იყრის თავს.

ისევე როგორც ყველაფერს, ხარისხიანი და კარგი ღვინოს აქტიურ წარმოებასაც ხელშეწყობა სჭირდება. საქართველოს ბანკი კი მუდმივად მხარში უდგას ქართველ მეღვინეებს ამ პროცესში და სხვადასხვა ფორმით აქტიურად ეხმარება მათ.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ მეღვინეებზე და მათ საქართველოს ბანკთან კავშირზე ვრცლად მოგვეყოლა:

იოსებ წიქარიძემ გორის რაიონში, სოფელ ატენში 12 წლის წინ დაიწყო ღვინოს ბრენდის „ატენურის“ წარმოება. მისი ვენახები გაშენებულია 20 და 15 ჰექტარ მიწებზე და მოჰყავს ქართლის ისეთ ჯიშები როგორებიცაა: ჩინებული, გორული მწვანე, თავკვერი. ასევე გაშენებული აქვს შავკაპიტო, საფერავი, დანახარული. სურს, გააშენოს ბუზა და პინო.

წელს იოსები 30 ტონა ყურძენს ელოდება, რომლისგანაც 15 ტონა ტკბილ ღვინოს დაამზადებს.

„ჩემი ბიზნესი მჭიდრო კავშირშია საქართველოს ბანკთან. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ წინა წელს და წელსაც ორი ინვესტიცია ჩავდეთ. მიღებული რესურსით კი შევიძინეთ ის ტექნიკური მასალები, რაც წარმოებისთვის გვჭირდებოდა. შედეგად, ჩვენ მივაღწევთ იმ ხარისხს, რომელიც თავიდანვე ჩანაფიქრში გვქონდა.“

ვაჟა კასრელიშვილს კი კახური ტრადიციული მეღვინეობა აქვს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანში მდებარეობს.

„გვაქვს მცირე ზომის მარანი, სადაც მშრალ ღვინოებს ქვევრებში ტრადიციული, კახური წესით ვამზადებთ.“

მას აქცენტი იშვიათ ჯიშებზე აქვს გაკეთებული, ესენია: თეთრი ჩიტისთვალა, თეთრი ბუდეშური და ა.შ აღსანიშნავია, რომ ეს ბიო ვენახებია – არ არის გამოყენებული პესტიციდები და მინერალური სასუქები.

„გამომდინარე იქიდან, რომ სულ 5 წლის ვენახებია, ჯერ ძალიან ცოტა მოსავალი გვაქვს და წელიწადში 1000-1500 ბოთლამდე ვასხამთ.“

როგორც ვაჟა გვიამბობს, მაშინ, როცა მან აწარმოე საქართველოში მიიღო მონაწილეობა და პროექტში გაიმარჯვა, თანადაფინანსებისთვის ფინანსური რესურსი დასჭირდა, რაშიც საქართველოს ბანკი დაეხმარა. რისიც  ძალიან მადლიერია.

მანუჩარ მანაგაძე გვიყვება, რომ 2002-2003 წლებში მეღვინეობა ქებურია დაფუძნდა გარკვეული პრობლემების გამო ის დაიხურა, თუმცა მეღვინეობა 2019 წელს კაჭრეთში, ამბასადორის ტერიტორიაზე აღდგა. მეღვინეობა ქებურია დღესდღეობით წელიწადში  300 000 ბოთლამდე  ღვინოს აწარმოებს. მას ჰყავს როგორც ქართველი პარტნიორებში, ასევე – დანადგარების იტალიელი მწარმოებლებიც.

„ჩვენი პროდუქტი გამორჩეულია იმ სიყვარულით, ყურადღებითა და ხარისხით, რასაც მისი დამზადების პროცესში მუდმივად ვდებთ.“

მანუჩარის თქმით, „ამბასადორი ჯგუფი“ საქართველოს ბანკთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს – „ჩვენი პარტნიორობა გვეხმარება, ხარისხიანად ვაწარმოოთ პროდუქტი და გავწიოთ კარგი მომსახურება.“

„ბიოამბროს“ დამფუძნებელმა, გიორგი სხირტლაძემ კი წარმოება 2018 წელს კახეთში, სოფელ რუისპირში დაიწყო, – 2021 წელს კი უკვე რაჭაში, კვაცხუთშიც გადაინაცვლა.

„კახეთში გვაქვს გაშენებული როგორც ტრადიციული, ისე უცხოური ჯიშები. უცხოურ ჯიშებს ვაყენებთ ქართული მეთოდით. ეს ჯიშები, როგორიცაა:  სოვინიონ ბლანი და გევიურცტრამინე,  საქართველოს მასშტაბით არავის აქვს. მათ უცხოეთში კლასიკური მეთოდოლოგიით აყენებენ და ჩვენთან გამორჩეული იმიტომაა, რომ ქართული მეთოდით ვაყენებთ.

როგორც გიორგი გვიყვება, რაჭაში აქვს ტრადიციული და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები. აქცენტი აქაც მივიწყებულ, ქართულ ჯიშებზე აქვს გაკეთებული, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა რცხილაა.

გიორგი აღნიშნავს, რომ ერთგულ პარტნიორად მასაც საქართველოს ბანკი ჰყავს.

კიდევ ერთმა მეღვინემ, დავით მაჭავარიანმა მეღვინეობა 1999 წელს საფრანგეთში დაიწყო. 2006 წელს საქართველოში დაბრუნდა, 2018 წელ კი კომპანია დააფუძნა.

„ვაწარმოებთ ქისს, ხიხვს, მწვანეს, შარდონეს, რქაწითელს და წელს ვიმატებთ კრახუნას და ციცქას. წითელი ღვინოებიდან ვაწარმოებთ საფერავს, ბუდეშურს, შავკაპიტოს. გვაქვს ფრანგული ჯიშებიც: მელო, კაბერნე ფრანი, კაბერნე სოვინიონი, შირაზი.“

როგორც დავითი გვიყვება, საქართველოს ბანკთან ძალიან დიდი ხნის თანამშრომლობა აქვს.

„თუკი რაიმე ფინანსური დახმარება დამჭირვებია, ბანკი სულ გვერდით გვიდგას და ამ კმაყოფილების ფონზე ვაგრძელებ მასთან თანამშრომლობას.“

კომპანია „მეგობრების მარანი“ ირაკლი ხუნდაძემ 2008 წელს დააფუძნა და 2010 წელს პირველი მოსავალი მიიღო. მეღვინეობა მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელი შილდის ტერიტორიაზე.

„7 ჯიშის ყურძენი გვაქვს, საიდანაც 5 არის ქართული: ხიხვი, ქისი, მწვანე, რქაწითელი, ქინძმარაულის მიკროზონის საფერავი. ასევე გვაქვს 2 ფრანგული ჯიშიც: შარდონე და სოვინიონ ბლანი. ჯამში 27 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული ვენახი, საიდანაც 15 – სრულად საფერავს ეკუთვნის.“

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი აგრძელებს ღვინის ინდუსტრიისა და მეღვინეების ხელშეწყობას.  საქართველო ღვინის სამშობლოა და გვინდა მხარი დავუჭიროთ მეწარმეებს, კიდევ უფრო მეტი ვენახი გააშენონ, მაღალი ხარისხის ღვინო აწარმოონ და გავიდნენ ახალ, საერთაშორისო ბაზრებზე“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.