თამბაქოს ნაწარმის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Philip Morris International-ი შვედური კომპანია Swedish Match-ის 82.6%-იან აქციების პაკეტს $16 მილიარდად შეიძენს. გარიგების შესახებ განცხადებას თავად PMI აქვეყნებს, რომლის ინფორმაციითაც, აღნიშნული პროცესი უკვე ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირის მარეგულირებელმა PMI-ის აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებაზე თანხმობა მისცა.
გარიგების შედეგად, PMI სიგარეტის უკვამლო ალტერნატივების პორტფელს გააფართოებს, რადგანაც Swedish Match-ი სწორედ უკვამლო პროდუქტებით არის ცნობილი.
Swedish Match-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტია “სნუსი”, რაც მცირე ზომის შეფუთვაში მოთავსებული დაფქული თამბაქოა, რომელსაც მომხმარებელი ორალური გზით იღებს. Swedish Match-ი ასევე ყიდის დასაღეჭ თამბაქოსა და სიგარებს.
2021 წელს Swedish Match-ის შემოსავალი 16.5 მილიარდი კრონა, ანუ 1.65 მილიარდი დოლარი იყო.
2021 წლის განმავლობაში Philip Morris International-ის შემოსავალი 82.2 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 5 მილიარდით მეტია.