გუშინ, 20 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა $20 მილიონი გაყიდა, რის შედეგადაც აშშ დოლართან საშუალო შეწონილმა კურსმა 2.6841 შეადგინა.
ტრანზაქციის შედეგად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მიმოქცევიდან დაახლოებით 50 მილიონი ლარი ამოიღო.
შეგახსენებთ, აშშ სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის დაწესებული სანქციების გამო სანქცირებულ პიროვნებას საქართველოს კომერციულმა ბანკებმა ანგარიშები გაუყინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით კი ბანკებს ანგარიშებისთვის აკრძალვის მოხსნა დაევალათ.
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ფინანსურ სექტორში არსებული ვნებათაღელვის გამო ეროვნული ვალუტა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ $20 მილიონის სავალუტო აუქციონზე გაყიდვა კურის დასტაბილურების მცდელობით აიხსნება.