იმოგზაურე თეატრალურ სამყაროში Mastercard-თან ერთად

იმოგზაურე თეატრალურ სამყაროში Mastercard-თან ერთად

Mastercard-ი ქართული თეატრების – რუსთაველის ეროვნული თეატრის, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, თავისუფალი თეატრისა და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მხარდამჭერი და თეატრალური სეზონების წარმდგენი გახდა.

Mastercard-ის მომხმარებლები შეუფასებელი თეატრალური გამოცდილებით ისარგებლებენ – სპეციალურ, ბრენდირებული ლოჟებსა და საუკეთესო რიგებზე წვდომა, სპექტაკლის წინა ექსკურსიები უცნობ დარბაზებში, შეხვედრა რეჟისორებთან, უნიკალური ისტორიული მასალების გაცნობა და თანამედროვე ოპერის, ბალეტისა და თეატრის ვარსკვლავებთან, მსახიობებთან და რეჟისორებთან შეხვედრები, ექსკლუზიური, წინასწარი წვდომა ბილეთებზე და სხვა უამრავი პრივილეგია, რომელიც Mastercard-ის ბარათის მფლობელებს თეატრის ფარდის მიღმა სამყაროს აღმოჩენას ჰპირდება.

თეატრალურ სამყაროში მოგზაურობის გარდა, Mastercard-ი მაყურებლებს შთამბეჭდავ ვიდეო სერიებს უმზადებს, რომელიც ქართული თეატრების მდიდარ ისტორიას მიეძღვნება. ეს სერიები კონკრეტულ თეატრებზე, სპექტაკლებზე, მათი შექმნისა და განვითარების ამბებზე, მსახიობებსა თუ კულისებში არსებულ განსაკუთრებულ ატმოსფეროზე გვიამბობს.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში: „ეს თანამშრომლობა, გლობალურ ფინანსურ ლიდერსა და ქართულ თეატრებს შორის, კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ აძლიერებს Mastercard ადგილობრივ კულტურულ ცხოვრებას და ამასთან, ერთგულ მომხმარებლებს შეუფასებელ გამოცდილებასთან ერთად უამრავ პრივილეგიას უქმნის. Mastercard ყოველთვის მხარს უჭერს ქართული კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს. გასულ წელს, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებები წარვადგინეთ კლასიკური მუსიკის, მოდის, ელექტრონული მუსიკისა თუ კინოს მიმართულებით და პარტნიორებთან ერთად უამრავ საინტერესო საღამოზე ვუმასპინძლეთ ჩვენი ბარათების მფლობელებს. ვეცდებით, წლევანდელი წელი კიდევ უფრო განსაკუთრებული იყოს.” S

 

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210-ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს