Hyundai-ს ინდური ფილიალი აქციებს საფონდო ბირჟაზე განათავსებს

Hyundai-ს ინდური ფილიალი აქციებს საფონდო ბირჟაზე განათავსებს

სამხრეთკორეული ავტომწარმოებლის, Hyundai-ს ინდური წარმომადგენლობა საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებასთან ახლოსაა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის აქციების საწყისი ღირებულება $22-23 იქნება.

როგორც ირკვევა, Hyundai-ს ინდური ფილიალი თანამშრომლებს აქციების შესაძენად $2.2-იან ფასდაკლებასაც სთავაზობს.

კომპანიის მიერ აქციების ინდურ საფონდო ბირჟაზე საჯაროდ განთავსება ბირჟის ისტორიაში ყველაზე მსხვილი IPO იქნება. ამჟამად Hyundai India-ს IPO-ს ღირებულება $3 მილიარდადაა შეფასებული. მსხვილი ინვესტორებისათვის აქციები ხელმისაწვდომი – 14 ოქტომბრიდან, საცალო გაყიდვებისთვის კი 15 ოქტომბრიდან იქნება.

ცნობისთვის, Hyundai-ს აქციები სამხრეთ კორეის საფონდო ბირჟაზეც ივაჭრება და ერთი აქციის ღირებულება $183-ს შეადგენს.