წამყვანი ეკონომიკების საგარეო ვალის წილი მშპ-სთან მიმართებით

წამყვანი ეკონომიკების საგარეო ვალის წილი მშპ-სთან მიმართებით

სახელმწიფოს საგარეო ვალის მშპ-სთან შეფარდება ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და სიჯანსაღის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. მონაცემი შესაძლებლობას გვაძლევს გავაანალიზოთ, თუ როგორ უმკლავდება კონკრეტული მთავრობა ვალის მოცულობას, როგორი ეფექტიანობით აწარმოებს ფისკალურ პოლიტიკას და რა გავლენა აქვს ინვესტორთა გადაწყვეტილებებზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

სტატიაში წარმოგიდგენთ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების საგარეო ვალის წილის შესახებ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. მონაცემები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზის ანგარიშს ეფუძნება. საგარეო ვალის მშპ-სთან შეფარდება Hinrich Foundation-ის 2024 წლის მდგრადი ვაჭრობის ინდექსის (STI) ანალიზს წარმოადგენს.

საგარეო ვალის მშპ-სთან შეფარდების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბრუნეის აქვს და ის 2.3%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი შეფარდება კი იაპონიას აქვს. ქვეყნის საგარეო ვალი მშპ-ის 252.4%-ს წარმოადგენს. აშშ-ისთვის ეს მაჩვენებელი 122.2%-ია, რუსეთისთვის კი 19.7%. რუსეთის ასეთი დაბალი მაჩვენებელი იმით აიხსნება, რომ სახელმწიფოს დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობა არ აქვს, შესაბამისად, ვალის აღებაც არ შეუძლია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 2024 წელს 38.1%-ს შეადგენს.

რეიტინგისახელმწიფომთავრობის ვალის შეფარდება მშპ-სთან
1ბრუნეი2.3%
2ჰონგ-კონგი6.5%
3რუსეთი19.7%
4ტაივანი25.0%
5კამბოჯა25.9%
6პერუ32.1%
7ვიეტნამი34.0%
8ჩილე39.4%
9ბანგლადეში39.8%
10ინდონეზია39.9%
11ახალი ზელანდია45.9%
12ავსტრალია49.4%
13პაპუა-ახალი გვინეა52.1%
14მექსიკა53.1%
15ეკვადორი54.7%
16სამხრეთი კორეა55.2%
17ფილიპინები56.6%
18მიანმარი59.3%
19ტაილანდი62.4%
20მალაიზია67.3%
21პაკისტანი77.1%
22ინდოეთი82.8%
23ჩინეთი83.6%
24დიდი ბრიტანეთი101.1%
25კანადა107.1%
26შრი ლანკა115.5%
27აშშ122.2%
28ლაოსი122.8%
29სინგაპური162.1%
30იაპონია252.4%