რა არის კაპიტალის კონტროლი?

რა არის კაპიტალის კონტროლი?

კაპიტალის კონტროლი (ინგლისურად Capital control) არის ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის რეგულირება. კაპიტალის კონტროლი ძირითადად ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გასვლის კონტროლს გულისხმობს და მას ფიქსირებული გაცვლითი კურსის მქონე ქვეყნები მიმართავენ. თუ ქვეყნიდან ბევრი უცხოური ვალუტა გავა, ფიქსირებული კურსის შენარჩუნება გაუჭირდებათ, ამიტომ ამ გზით იცავენ ეროვნულ ვალუტას გაუფასურებისგან. კაპიტალის კონტროლი პოპულარული პოლიტიკა იყო 1945-1973 წლებში, ეგრეთ წოდებული, ბრეტონ-ვუდსის სისტემის დროს.

კაპიტალის კონტროლი ხორციელდება ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა: ტარიფები, გადასახადები, კვოტები და სხვა ლეგალური შეზღუდვები.