დონალდ ტრამპი TikTok-ის გაყიდვის ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივებას გეგმავს

დონალდ ტრამპი TikTok-ის გაყიდვის ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივებას გეგმავს

ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ისთვის ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დონალდ ტრამპი ჩინური ByteDance-ისთვის აშშ-ში TikTok-ის გასხვისების ან გათიშვისთვის მიცემული ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივებას გეგმავს. ცნობისთვის, ვადა 17 სექტემბერს იწურება.

შეგახსენებთ, 2025 წლის იანვარში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჩინური ByteDance-ის პოპულარული სოცმედიის პლატფორმის, TikTok-ის ამერიკულ ბიზნესს ამერიკულ მფლობელობაში გადასვლა დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში პლატფორმა გაითიშება. თუმცა ჩინური კომპანიისათვის მიცემული ვადა დონალდ ტრამპმა უკვე 3-ჯერ გადასწია.

გასულ თვეს ჟურნალისტებთან საუბრისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აპლიკაციის შესყიდვის ამერიკელი მსურველების დიდი რაოდენობის გამო ვადის გადაწევა მოუწევდა. გასულ კვირას კი აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპლიკაციის მომავალი სრულად ჩინეთზეა დამოკიდებული: „ეს ჩინეთზეა დამოკიდებული. ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მე მინდა, რომ ეს ბავშვებისთვის გავაკეთო“.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვის ან გაყიდვის კანონპროექტს ხელი 2024 წლის 24 აპრილს მოაწერა. ამერიკელი კანონმდებლების მტკიცებით, სოციალური ქსელი, ჩინეთის მთავრობასთან პოტენციური კავშირის გამო, აშშ-ისთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს. საპასუხოდ პლატფორმამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ კომპანიამ „აშშ-ის მონაცემების უსაფრთხოებისა და გარე ძალებისგან დასაცავად, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა“.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.