ლიეტუვის სამხედრო ძალების ცნობით, ხუთშაბათს, დაახლოებით 18 წამით, ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა NATO-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
სამხედრო ძალების ცნობით, რუსული Су-30-ის ტიპის გამანადგურებელი და Ил-78-ის ტიპის საწვავის შესავსები ტანკერი, სავარაუდოდ, საწვავის შევსების საწვრთნელ მისიას ასრულებდნენ, როდესაც კალინინგრადის ოლქიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე 700 მეტრით შეფრინდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლიეტუვამ ქვეყანაში რუსეთის უმაღლესი დიპლომატი დაიბარა და მკაცრი პროტესტი გამოხატა. გარდა ამისა, ინციდენტის შესახებ NATO-ს, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ეცნობა.
„ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოსავით იქცევა, უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს და მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებას“, – დაწერა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ Facebook-ზე.
რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ლიეტუვის საზღვრის დარღვევის შემდეგ, NATO-ს ბალტიის საჰაერო პატრულის ესპანურმა Eurofighter Typhoon-ებმა პატრულირება დაიწყეს.








