სექტემბერში ინფლაციამ 0.7% შეადგინა

სექტემბერში ინფლაციამ 0.7% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით სექტემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 3.8% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 3.8%-ით გაძვირდა.

სექტემბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ტანსაცმელი – 2.4%, სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები – 1.8%, რძე, ყველი და კვერცხი – 2.6%, ხილი და ბოსტნეული – 0.6%, ბენზინი – 5.3%.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (8.9%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 6.3%-ით გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 7.5%-ით გაიზარდა. საწვავი 7%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

          

წყარო: საქსტატი