უკრაინაში იარაღის მწარმოებლებმა ომის პერიოდში პირველი საექსპორტო ლიცენზიები მიიღეს

უკრაინაში იარაღის მწარმოებლებმა ომის პერიოდში პირველი საექსპორტო ლიცენზიები მიიღეს

ფოტო: Getty Images

 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, იარაღის მწარმოებელმა სამხედრო-სამრეწველო კომპანიებმა, მიმდინარე ომის მიუხედავად, პირველი საექსპორტო ლიცენზიები მიიღეს. აღნიშნული ლიცენზიები მათ უფლებას აძლევთ, საკუთარი პროდუქცია საზღვარგარეთ გაყიდონ.

შეგახსენებთ, პოლიტიკურად სენსიტიური გადაწყვეტილება საკუთარი წარმოების იარაღის ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით ქვეყანამ ცოტა ხნის წინ მიიღო. ოფიციალური კიევის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი შიდა სამხედრო ინდუსტრიის გასავითარებლად ფინანსების მოზიდვაა. გარდა ამისა, უკრაინა საკუთარ ინოვაციურ შეიარაღებას ალიანსების გასაძლიერებლად დიპლომატიური ბერკეტისთვის იყენებს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელმა მწარმოებლებმა მიიღეს საექსპორტო ლიცენზია, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის წლიური წარმოების მოცულობა თავდაცვის სექტორში $55 მილიარდს სცდება.

Reuters-ისათვის ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფომ საკმაოდ ბევრი საექსპორტო ლიცენზიის განაცხადი დააკმაყოფილა.

რუსეთთან 4-წლიანი ომისგან მიღებული გამოცდილებით, უკრაინის მთავრობას დასავლურ ქვეყნებთან თანამშრომლობით ერთობლივი სამხედრო წარმოების ინიციატივების დაფინანსება სურს. ამგვარი ერთობლივი დრონების საწარმო უკვე ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთში. ზელენსკის განცხადებით, აღნიშნულ საწარმოში დამზადებული დრონების პირველ პარტიას გერმანია მალე მიიღებს.

ცნობისათვის, 2022 წლის თებერვალში რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს ქვეყანაში 1,000-ზე მეტი მცირე და საშუალო ზომის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ფუნქციონირებს. მათი ნახევარი კი ძირითადად მსუბუქი და დაბალბიუჯეტური კამიკაძე დრონების წარმოებითაა დაკავებული.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.