Alibaba ფინტექ კომპანიის Ant Group-ის ბაზარზე $200 მილიარდად გატანას განიხილავს. Ant Group-ის ჰონგ-კონგის ბირჟაზე განთავსების გადაწყვეტილებასა და პერსპექტივების შესახებ Reuters-ი წერს.
მართალია, Ant Group-ის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს, თუმცა, ინტერნეტ-გიგანტის გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ უკვე მოახდინა გავლენა ინვესტორებზე. აშშ-ში Alibaba-ს აქციები 8%-ით გაიზარდა, ხოლო ჰონგ-კონგში 10%-ით.
Reuters-ის მიხედვით, მეგა-IPO (აქციების პირველადი განთავსება) ჰონგ-კონგში იგეგმება, სადაც ფინტექ კომპანიის 5-10% გაიყიდება.
Ant Group-ი, ჩინური ფინტექ კომპანიაა, რომელიც ცნობილია ბაზარზე, როგორც მობილური გადასახადების უმსხვილესი კომპანია. Ant Group-ი ასევე მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ ბანკინგის მომსახურებას, დაზღვევას და აქციების მართვას.