18 მაისს საქართველოს უნივერსიტეტში გლობალური ვენჩურული აქსელერატორის, 2080 Ventures, ორგანიზებით ინოვაციური მარათონი „Campus Founder Discovery & Ideathon Sprint“ გაიმართება, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებს საშუალებას მისცემს, სტარტაპის შექმნის პროცესი პრაქტიკულად გამოსცადონ.
2080 Ventures გლობალურ სტარტაპ ეკოსისტემაში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი პლატფორმაა, რომელიც ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების მხარდაჭერაზეა ფოკუსირებული. პლატფორმა მათ განვითარებაში, ინვესტიციების მოზიდვასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში უჭერს მხარს. ორგანიზაციის საქართველოში გააქტიურება ადგილობრივი ეკოსისტემის ზრდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს.
ღონისძიება UG StartUp Factory-სთან თანამშრომლობით იმართება და მიზნად ისახავს, მონაწილეებს მოკლე დროში გააცნოს სტარტაპის შექმნის სრული ციკლი: იდეის ფორმირებიდან მის პრეზენტაციამდე.
იდეათონის ფარგლებში მონაწილეები:
- გაიცნობენ თანამოაზრეებს და შექმნიან 3–5 კაციან გუნდებს;
- აირჩევენ რეალურ პრობლემას და იმუშავებენ მის გადაწყვეტაზე;
- ჩამოაყალიბებენ სტარტაპ იდეას და წარადგენენ ჟიურის წინაშე.
პროექტი საუკეთესო გუნდებს შესაძლებლობას აძლევს მოიპოვონ შანსი, ჩაერთონ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ივლისის პროგრამაში ან მიიღონ დამატებითი მხარდაჭერა 2080 Ventures-ისგან.
იდეათონი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მათთვის, ვინც მხოლოდ ახლა ითვისებს ან ავითარებს სტარტაპ უნარებს. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, მოისმენენ სფეროს წარმომადგენლების ხედვებს და გაიფართოვებენ პროფესიულ ნეთვორქინგს.
იდეათონში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო გქონდეთ იდეა, გამოცდილება ან გყავდეთ გუნდი. აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია 10 მაისამდე.
ღონისძიება გაიმართება 18 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის კამპუსში.
სამუშაო ენა: ინგლისური.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

















