აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები 2007 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზეა

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები 2007 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზეა

ფოტო: AP

 

აშშ-ის გრძელვადიანმა სახაზინო ობლიგაციებმა 2007 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, რაც ხაზს უსვამს ინვესტორების უფრო მეტ შეშფოთებას აშშ-ში ინფლაციისა და ფისკალური პოლიტიკის მიმართ. ზოგიერთი ანალიტიკოსი ობლიგაციების უფრო აქტიურად გაყიდვას ელის.

სამშაბათის მონაცემებით, 30-წლიანი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა 5.19%-ით გაიზარდა, რაც გრძელვადიანი ობლიგაციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2007 წლის ივნისის შემდეგ, ხოლო 10-წლიანი ობლიგაციების – იპოთეკური განაკვეთების, ავტოსესხების და საკრედიტო ბარათების ვალის საზომი – 4.68%-მდე გაიზარდა, რაც 2025 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Bank of America-ს მიერ გამოქვეყნებული გლობალური ჰეჯ-ფონდების მენეჯერების გამოკითხვის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ 30-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 6%-ს მიაღწევს, რაც შესაძლოა 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს შეესაბამებოდეს, რადგან მენეჯერების 40% ინფლაციის ზრდას ვარაუდობს.

Barclays-ის გლობალური კვლევითი ხელმძღვანელის, აჯაი რაჯაჰდიაკშას, განცხადებით, აშშ-ის ვალი ეკონომიკურ ზრდაზე სწრაფად იზრდება. მისი განმარტებით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია უფრო მაღალი ან არასტაბილური იქნება და „ფისკალური რეფორმის პოლიტიკური ნება არ არსებობს“. მანვე აღნიშნა, რომ ინვესტორები არ არიან მოტივირებულნი გრძელვადიანი ობლიგაციების შესაძენად.

სამშაბათს დაფიქსირებულმა მაღალმა განაკვეთებმა საფონდო ბირჟაზე ვარდნა გამოიწვია. Dow Jones-ი 0.2%-ით, S&P 500 და Nasdaq, შესაბამისად, 0.7%-ით და 1.2%-ით დაეცა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 2026 წლის 15 მაისის მდგომარეობით, აშშ-ის ეროვნული ვალი $38.9 ტრილიონს შეადგენს, რაც გასული წლის შემდეგ $2.7 ტრილიონითაა გაზრდილი.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.